მილანი-კატანია მატჩის შემდეგ მილანის ვიცე-პრეზიდენტმა, თუ რატომაა მილანსა და ინტერს შორის 7 ქულა. „იყო ბევრი ტრავმირებული“. როცა კაკა თამაშობდა ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მან მილანს ყველა მატჩში ვერ უშველა.
როგოც იცით ამ სეზონის ბოლოს პაოლო მალდინი ასრულებს თავის საფეხბურთო კარიერას (როგორც ფეხბურთელი). პაოლო მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა და მას საკადრისი გაცილება ექნება და ამის მომსწრენი ჩვნე მალევე გავხდებით. სერია ა-ში ის თავის ბოლო მატჩს ალბათ ჩაატარებს 31 მაისს ფიორენტინას წინააღმდეგ, ხოლო ბოლო მატჩს სან სიროზე კი ალბათ რომას წინააღმდეგ (24 მაისი). რამოდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა რომ იგი თავის ბოლო მატჩს ეროვნულ ნაკრებშიც ჩაატარებს ივნისის დასაწყისში. რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, პაოლომ განაცხადა: "ჩვენ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, ჩვენ შესანიშნავ ფორმაში ვართ. ჩვენ მოტივაცია არ გვაკლია, გვსურს გავიმყაროთ ცხრილში ჩვენი პოზიცია". როგორც იცით ინტერის უფროსობამ დაიწყო "წუწუნი" მილანს ბევრ თერთმეტმეტრიანს უნიშნავენ მს
... კითხვის გაგრძელება »
გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით მილანის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა: "ჩვენ ვფიქორბ მხოლოდ იმაზე, რომ სეზონის ბოლოს მეოთხე ადგილს რაც შეიძება მოშორებული ვიყოთ. ფიორენტინა ბრწყინვალე ფორმაშია და ჩვენ დარჩენილ შეხვედრეში მინიმუმ ოთხი ქულა მაინც გვჭირდება. გუნდი შესანიშნავად თამაშობს და უკუსვლა არ გვაქვს". ასეთი კომენტარი გააკეთა კარლიტომ. როგორც იცით მომდევნო მატჩი მილანს სან სიროზე ელის ძალზედ ცუდ ფორმაში მყოფ იუვენტუსთან.
პიპო ინძაგი ორ თვეზე მეტია თითქმის ყველა მატჩში მილანის მხრიდან გოლის ავტორად გვევლინება. იტალიელი ვეტერანი ფეხბურთელი მართლაც რომ შესანიშნავ ფორმაშია და მისივე განცხადებით ეს სეზონი მისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა მის კარიერაში. "მე ბედნიერი ვარ, ეს ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია რაც კი ოდესმე მქონია. ყველა ცდილობს გოლი გამატანინოს, კარგია ასეთ მილანში თამაში. ძალზედ სამწუხაროა, რომ სეზონი დასასრულს უახლოვდება, რადგან თავიდან ჩვენ სკუდეტოსათვის გვინდოდა ბრძოლა. კიდევ დარჩა მატჩები, მიუხედავად იმისა რომ ინტერს საკმოად ადვილ კლუბებთან აქვს მატჩები ჩვენ მაინც გვაქვს იმედი. როგორც არ უნდა იყოს, მე ჩემპიონთა ლიგაზე ვფიქრობ, მათემატიკურად ოთხი ქულა საკმარისი და გარანტირებულია მილანისათვის რომ მომდევნო წელს ვითამაშოთ ლიგ
... კითხვის გაგრძელება »
როგორც ალბათ იცით კატანიას მთავარი მწვრთნელი არის ვალტერ ძენგა, თუმცა გუშინ მის მაგივრად მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს ასრულებდა პინო ირერა (იხ. სურათი). მატჩის შემდგომ მან განაცხადა: "ჩვენ კარგად მოვემზადეთ მილანის წინააღმდეგ, თუმცა ამ წუთისათვის მილანის წინააღმდეგ თამაში არა მარტო კატანიასათვის, არამედ სერია ა-ს ნებისმიერი გუნდისათვის რთულია". მან ასევე ისაუბრა კატანიას მდგომარეობაზე: "მათემატიკურად ჯერ კიდევ საფრთხეში ვართ, თუმცა ვფიქრობ რომ მეტი პრობლემა აღარ შეგვექმნება. ჩვენ სეზონის დასრულება გვსურს საუკეთესოდ ჩვენთვის" (სერია ა-ში დარჩენა სურთ რასაკვირეველია).
ტურინის იუვენტუსის მცველმა ჯორჯიო კიელინიმ განაცხადა, რომ ამ სეზონიდან გამომდინარე მისი გუნდი უფრო მეტად იმსახურებს მეორე ადგილს სერია ა-ში, ვიდრე მილანი. "იუვენტუსი უკვე ვეღარ გააგრძელებს ბრძოლას ჩემპიონობისათვის, მაგრამ წინ რამდენი მატჩი გვაქვს სათამაშო და ჩვენი მიზანია მეორე ადგილი ჩემპიონატში, რომელიც ჩვენ უფრო დავიმსახურეთ, ვიდრე მილანმა" - განაცხადა ჯორჯიო კიელინიმ. შეგახსენებთ, რომ ამჟამად მილანი იუვეს ოთხი ქულით უსწრებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიელინის ოცნებები გამართლდეს.
"მილანის თითოეული მოთამაშე მატჩის დაწყებისთანავე მაქსიმალურად კონცენტრირებული იყო. ჩვენ ვაჩვენეთ ლამაზი ფეხბურთი, თან კატანიას ჩვენი კარების აღების საშუალებას არ ვაძლევდით, გუნდური თამაშის წყალობით. უკანასკნელ შეხვედრებში ჩვენ გვინდა მაქსიმალურად კარგად ვითამაშოთ. ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნება. მე შევეცდები მაქსიმალურად დავიხარჯო მოედანზე, რათა მილანმა ღირსეულად დაამთავროს ეს სეზონი" - განაცხადა კლარენს ზეედორფმა.
გთავაზობთ სერია ა-ს მიმდინარე სეზონის ბომბარდირთა სიას: (ბომბარდირთა ათეულში მოხვდა სამი მილანელი.) სიაში ლიდეობს მილანის "ინტერის" შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი 21 გოლით, შემდეგია ამდენივე გოლით "ბოლონიას" იტალიელი ფორვარდი მარკო დი ვაიო. დანარჩენი, კი თავად ნახეთ. მოთამაშე:კლუბი: გოლ.რაოდ: იბრაჰიმოვიჩი... კითხვის გაგრძელება »