подъемник гидравлический
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2009 » მაისი » 02
როგორც მოგეხსენებათ კვირას, 3 მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება მატჩი სიცილიაში ადგილობრივ "კატანიასა" და "მილანს" შორის. ახლა კი გთავაზობთ აღნიშნულ გუნდთა ტრავმირებულ ფეხბურთელთა სიას. კატანია -ლედესმა. (დისკვალიფიცირებული: სკაჩა)მილანი -გატუზო, ნესტა, კალაძე, ბორიელო, ბონერა, ანტონინი, აბიატი. (დისკვალიფიცირებული: ფლამინი)
ნანახია:
1175
|
დაამატა:
milan
|
თარიღი:
02.05.2009
|
|
როგორც Channel4 იუწყება, იტალიის საფეხბურთო ლიგის სტრუქტურაში სერიოზული ცვლილებები იგეგმება. როგორც მოგეხსენებათ 1946 წლიდან მოყოლებული დღემდე იტალიის Lega Calcio აერთიანებდა ყველა საფეხბურთო კლუბს, რომლებიც ასპარეზობდნენ სერია ა-სა და ბ-ში. გუშინდელ სხდომაზე იტალიის უმაღლესი დივიზიონის კლუბებმა მიიღეს ახალი ლიგის შექმნის გადაწყვეტილება, რომელიც მეორე დივიზიონისგან განცალკევებით იარსებებს. თავის ფუნქციონერებას Lega A დაიწყებს 2010 წლის 1 ივლისიდან. ორი ლიგის განცალკევება მოხდა წამყვანი იტალიური საფეხბურთო კლუბების ინიციატივით, რომლებიც აცხადებენ, რომ ინგლისის პრემიერლიგის ანალოგის შექმნა გაზრდის იტალიის ჩემპიონატის ფინანსურ ეფექტიანობას.
ნანახია:
1126
|
დაამატა:
milan
|
თარიღი:
02.05.2009
|
|
როგორც Channel 4 იუწყება, მილანის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი არ დატოვებს თავის თანამდებობას. "ანჩელოტი ახლა მილანის მწვრთნელია და მომავალშიც ასე იქნება. სეხონის დასრულების შემდეგ ჩვენ დაველაპარაკებით კარლოს, ნებისმიერ შემთხვევაში, მას დათხოვნა არ ემუქრება" - განაცხადა გალიანიმ. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე მილანი შვიდი ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ ინტერს.
ნანახია:
1070
|
დაამატა:
milan
|
თარიღი:
02.05.2009
|
|
ვიდეო მილანის თავდამსხმელზე ანდრეი შევჩენკოს, ძალიან კარგი ვიდეო და უძლიერესი ხარისხით, ვიდეოში შესულია შევას ემოციები გოლები და ა.შ, კარგი ეფექტებით.
ნანახია:
1111
|
დაამატა:
milan
|
თარიღი:
02.05.2009
|
|
როგორც წერს ბრიტანული CMN, რომ თუ კარლო დატოვებს მილანს მას შეცვლის მხოლოდ რაიკაარდი. ეს ჰოლანდიელის აგენტის ნათქვამია. „დიდი შანსია, რომ ამ წელს ფრენკი დაუბრუნდება დიდ ფეხბურთს. მას კონტრაქტს სთავაზობს ინგლისური და იტალიური კლუბები.“ - ამბობს ბარსას ყოფილი თავკაცის აგენტი. “მილანის თანამშრომლებმა დამარწმუნეს, რომ თუ ანჩელოტი წავა კლუბიდან, მისი შემცვლელების სიაში პირველი ჩემი კლიენტი იქნება, მაგრამ ახლა კარლო მილანის მწვრთნელია და ჩვენ ვერაფერს ვიტყვით.“
ნანახია:
1031
|
დაამატა:
milan
|
თარიღი:
02.05.2009
|
|
მილანის და იტალიის ნახევარმცველი ჯენარო გატუზო ჯერ კიდევ არაა მზად მის მუხლზე სრული დატვირთვისთვის. როსონერი მონაწილეობას იღებს საქველმოქმედო აქციაში, სამხრეთ აფრიკაში. მათ ჩაატარეს ამხანაგური შეხვედრა. - წერს onlysoccer. გატუზო კი ივნისში დაბრუნდება.
ნანახია:
1101
|
დაამატა:
milan
|
თარიღი:
02.05.2009
|
| |
|
|
|