როგორც Channel4 იუწყება, იტალიის საფეხბურთო ლიგის სტრუქტურაში სერიოზული ცვლილებები იგეგმება. როგორც მოგეხსენებათ 1946 წლიდან მოყოლებული დღემდე იტალიის Lega Calcio აერთიანებდა ყველა საფეხბურთო კლუბს, რომლებიც ასპარეზობდნენ სერია ა-სა და ბ-ში. გუშინდელ სხდომაზე იტალიის უმაღლესი დივიზიონის კლუბებმა მიიღეს ახალი ლიგის შექმნის გადაწყვეტილება, რომელიც მეორე დივიზიონისგან განცალკევებით იარსებებს. თავის ფუნქციონერებას Lega A დაიწყებს 2010 წლის 1 ივლისიდან. ორი ლიგის განცალკევება მოხდა წამყვანი იტალიური საფეხბურთო კლუბების ინიციატივით, რომლებიც აცხადებენ, რომ ინგლისის პრემიერლიგის ანალოგის შექმნა გაზრდის იტალიის ჩემპიონატის ფინანსურ ეფექტიანობას.
ნანახია: 1098 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |