ალექს დელ პიერომ თქვა, რომ ფეხბურთმა დაკარგა კიდევ ერთი დიდი ფეხბურთელი ის გულშემატკივრების გულში იქნება ყოველთვის. "მე მინდა მადლობა გადავუხადო პაოლოს და მინდა ვუთხრა რომ ის საუკეთესო მოთამაშეა. ის ნამდვილი ლიდერი და კაპიტანია რომელიც მისაბაძია თავისი თანაგუნდელებისთვის, მისი კარიერა ყველაფერზე მეტყველებს. მისი ასაკის და მიუხედავათ ის საუკეთესო ფორმაში იყო. ის ფენომენალური და შესანიშნავი ფეხბურთელი იყო სამწუხაროა რომ მან დაამთავრა კარიერა. ის ჩვენ ძალიან დაგვაკლდება, მას გარკვეული სული ქონდა და მოგებისაკენ სწრაფვა, მე კიდევ ერთხელ მადლობას მოვუხდი მას რაც მან მოედანზე გააკეთა.
"სანდერლენდთან" მატჩის შემდეგ, რომელიც გუს ჰიდინკისთვის იყო ბოლო, ლონდონის "ჩელსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ფრენკ ლამპარდმა განაცხადა: "კარგი იყო გუს ჰიდინკთან მუშაობა. არა მხოლოდ როგორც მწვრთნელი, როგორც ადამიანი." ასევე მან ისაუბრა "ჩელსის" ახალ მწვრთნელზე: "ანჩელოტი? ამ კითხვაზე ჯერ პასუხი არავის გაუცია. მე ვფიქრობ, რომ გუნდის ადმინისტრაცია აარჩევს გუნდისთვის მისაღებ მწვრთნელს.
მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა და ლეგენდამ ბარეზიმ თავისი აზრი გამოხატა სან სიროზე გამოკრულ ბანერზე: "ჩვენ მხოლოდ ერთი კაპიტანი გვყავს - ფრანკო ბარეზი" "მე ძალიან არ მესიამოვნა ეს ფაქტი. ეს სირცხვილია ჩვენი კლუბისთვის. მე ვფიქრობ, რომ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც არის მალდინი უფრო კარგ ურთიერთობას იმსახურებს ტიფოზებისგან." განაცხადა ბარეზიმ.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, შეშფოთებას გამოთქვამს სან სიროზე მომხდარ ფაქტზე და მალდინის ახლა ნამდვილ და ღირსეულ გაცილებას მოუწყობენ. "ეს ძალიან ცუდი შემთხვევაა. ისეთი ფეხბურთელი როგორიც არის მალდინი ხალხისგან უფრო მეტ სიყვარულს უნდა იმსახურებდეს და არ აბრაზებდნენ ისინი. ეს არ შეესაბამება არანაირ ლოგიკას. მე ჯერ კიდევ ვერ გამიგია, ვინ ხემძღვანელობდა ხალხის ამ დაჯგუფებას. ყოველ შემთხვევაში ჩვენ მალდინის მაინც მოუწყობთ გამოსამშვიდობებელ მატჩს, სადაც მას ღირსეულად გავაცილებთ." განაცხადა იტლიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
Curva Sud-ის ლიდერმა ძანკარლო კაპელიმ კომენტარი გააკეთა მომხდარზე და განაცხადა, რომ მათ მალდინის საწინაამღდეგოდ არ გამოუკრავთ ეს ბანერები, უბრალოდ მათ უნდოდათ დაეფიქსირებიათ თავისი აზრი მალდინის ბოლოდროინდელ გამოსვლებზე. "ეს არ იყო პრეტესტი. ჩვენ უბრალოდ გვინდოდა გვეთქვა თუ რას ვფიქრობთ მალდინის განცხადებებზე და მის ბოლოდროინდელ გამოსვლებზე. ჩვენ საერთოდ არ გაგვიკეთებია პროტესტი მის საწინაამღდეგოდ." განაცხადა ძანკარლომ იტალიურ ტელეშოუში Controcampo.
საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა იოჰან გურკუფმა განაცხადა, რომ არ სურს სეზონის ბოლოს დაბრუნდეს "მილანში", ხოლო მის მომავალს რაც შეეხება იგი ამაზე მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ იფიქრებს. -ვგრძნობ, რომ "ბორდოში" დარჩენა მინდა, - გურკუფის მიერ ნათქვამს სიტყვებს ავრცელებს გამოცემა "Channel4". - "მილანის" ხელმძღვანელები თუ დათანხმდებიან, მაშინ მომდევნო სეზონშიც არ არის გამორიცხული, რომ "ბორდოში" ვითამაშო. 22 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 36 თამაშში 12 გოლის გატანა მოახერხა. შეგახსენებთ, რომ "მილანი" მზად არის გრანფი გურკუფი გააყიდოს 18 მილიონ ევროდ.
ყოფილმა "მილანი"–ს და "ფიორენტინას" მოთამაშემ ჯუზეპე პანკარომ განაცხადა რომ ფიორენტიანას არ შესწევს ძალა მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა განსხვავება ფინანსებშია. "მე ვფიქრობ რომ ფიორენტინას ბევრი ბრძოლები უხდება რომ მაღალი ადგილი დაიკავოს, როგორც ქულებს შორის სხვაობაა დიდი ინტერთან ისე ფინანსებშიცაა განსხვავება, ფიორენტინამ კარგი გზა აირჩია ახალგაზრდა მოთამაშეების გამოყენებით, აგრეთვე თავისი გამოცდილი მოთამაშეების შერწყმით ახალგაზრდებთან. ალბერტო ჯილარდინო არის ნათელი მაგალითი ამ პოლიტიკის.ამიტომ შემიძლია გითხრათ რომ მილანს ძნელი თამაში ელის."– განაცხადა პანკარომ
ესპანურ და ინგლისურ გამომცემლობებში არ წყდება ჭორები კაკას შესახებ, ზოგ მათგანში იწერება, რომ კაკა რეალში გადადის, ზოგში კი , რომ მილანში რჩება.
ისიც კი დაიწერა ერთ-ერთ ევროპულ გამომცემლობაში, რომ უკვე შეთანხმება მიხწეულია და თუ რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გახდება(რაც ალბათ უკვე ნათელია) კაკა რეალში გადავაო. კაკას განცხადებით კი ის დაიღალა ამდენი მითქმა-მოთქმით და მან ასეთი რამ განაცხადა.
"მე არ ვიცი მომავალში რა მოხდება, შეიძლება რეალის პრეზიდენტი პერესი გახდეს, მაგრამ მე ეს არ მეხება, მე დავიღალე ამდენი ჭორებით, მაგრამ ერთი რამე კი ნათელია , მე მილანში ბედნიერი ვარ, როგორც ჩემი ოჯახი.