საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა იოჰან გურკუფმა განაცხადა, რომ არ სურს სეზონის ბოლოს დაბრუნდეს "მილანში", ხოლო მის მომავალს რაც შეეხება იგი ამაზე მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ იფიქრებს. -ვგრძნობ, რომ "ბორდოში" დარჩენა მინდა, - გურკუფის მიერ ნათქვამს სიტყვებს ავრცელებს გამოცემა "Channel4". - "მილანის" ხელმძღვანელები თუ დათანხმდებიან, მაშინ მომდევნო სეზონშიც არ არის გამორიცხული, რომ "ბორდოში" ვითამაშო. 22 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 36 თამაშში 12 გოლის გატანა მოახერხა. შეგახსენებთ, რომ "მილანი" მზად არის გრანფი გურკუფი გააყიდოს 18 მილიონ ევროდ.
ნანახია: 1012 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |