Gazzetta dello Sport - ზე დაყრდნობით გაცნობებთ,რომ მილანს ახალი მწვრთნელი ჰყავს,რომლის წარდგენაც ორშაბათს მოხდება.ეს მას შემდეგ რაც შედგება მატჩი მილანსა და ფიორენტინას შორის.ამ გამოცემის თქმით,როსონერის ახალი მწვრთნელი ლეონარდო გახდება,ხოლო კარლო ანჩელოტი კი ჩელსიში აპირებს გადასვლას.თუკი მართლაც ლეონარდო გახდება მილანის მწვრთნელი,იმედოვნებენ,რომ მაურო ტასოტი გახდება მისი ასისტენტი,ხოლო ახალგაზრდულს სექტორს ფილიპო გალი მიხედავს.
ასევე მილანის ტექნიკურ გუნდს დაემატება კიდევ ერთი ხელმძღვანელი,სტატუსით - ტაქტიკოსი,რომელიც შეისწავლის მომავალი მეტოქის ტაქტიკას და სხვადასხვა ინფორმაციებს მიაწვდის ლეონარდოს.
ასევე ცვლილებები იგეგმება სამედიცინო სექტორშიც,სავარაუდოდ იქიდან წავა პროფესორი მეერსემანი.<
... კითხვის გაგრძელება »
"მილანის" ნახევარმცველმა, დევიდ ბექჰემმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, კუნთი დაეჭიმა და სავარაუდოდ გუნდს ვერ დაეხმარება ჩემპიონატის ბოლო ტურში. ტრამვა მოიშუშა მასიმო აბროზინიმ, მაგრამ მას დისკვალიფიკაცია აქვს და მისი თამაში გამორიცხულია. შეგახსენებთ, რომ მილანს ფრეც ხელს აძლევს მომდევნო მატჩში, რათა ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მოხვდეს. მომდევნო მატჩს "მილანი" გასვლაზე ფლორენციაში, "ფიორენტინასთან" გამართავს.
კვირას გაიმართება 38-ე ტურის ბოლო შეხვედრა ამ სეზონის და შესაძლოა კარლო ანჩელოტისთვისას "მილანის" თავკაცის პოსტზე, ეს ორშაბათს გადაწყდება და დაველოდოთ რა მოხდება. რაც შეეხება თავად შეხვედრას, როსონერის ამბროზინი ჰყავს დისკვალიფიცირებული(წითელი ბარათი წინა შეხვედრაში, დაუმსახურებლად!!!) და ორი ფეხბურთელი კი დისკვალიფიკაციის ზღვარზე, კალაძე და ძამბროტა. ფლორენციელებს კი დისკვალიფიცირებული ჰყავთ ფელიპე მელო და დაინელი და ხუთი ფეხბურთელი ზღვარზე. ესენი არიან: კლოურდუპი, ჯოვეტიჩი, მუტუ, ბონაცოლი და კუზმანოვიჩი. ასევე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მუტუ ვერ დაეხმარება თავის გუნდს "მილანის" წინააღმდეგ.
როგორც გამოცემა «El Larguero» იუწყება "სამეფო გუნდის" მომავალმა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა პირველი შენაძენი გააკეთა და ეს ბრაზილიელი კაკაა. ამ წყაროს ცნობით კაკა "რეალის" წვერი ხუთშაბათს გახდება.