"მილანის" ბოლო ორი, წარუმატებელი მატჩის შესახებ ჯანლუკა ძამბროტამ ასეთი კომენტარი გააკეთა: "მე გაბრაზებული ვარ, ისეთი თამაში როგორიც ჩვენ ვანახეთ ყოველთვის არის მტკივნეული. მწვრთნელმა შეგვახსენა, რომ ჩვენ კიდევ შეგვიძლია ლიგაზე მოხვედრა პირდაპირ, წინ კიდევ მთელი ერთი კვირაა, რომ მოვემზადოთ ფიორენტინასთან სათამაშოდ. გუნდს ელის 7 დღე მძიმე მუშაობა." შეგახსენებთ, მომდევნო მატჩი "მილანს" მომავალ კვირას ელის, გასვლაზე "ფიორენტინასთან".
"მილანის" ყოფილმა მოთამაშემ დემეტრიო ალბერტინი თვლის რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის იტალიში გამართვა საამაყოა ქვეყნისთვის. "ეს არის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი საკლუბო ფეხბურთში,ფინალში მოხვედრაზე ყველა გულშემატკივარი ოცნებობს,ამიტომ ჩვენ ვამაყობთ რომ გვანდეს ფინალი ჩვენ ქვეყანას და ქალაქ რომს. ვფიქრომ რომი არის ყველაზე ლამაზი ქალაქი მსოფლიოში,ჩვენ კარგი მუზეუმები გავაქვს და მარტო ფეხბურთით არ შემოიფარგლება პროგრამა,სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ ქალაქი, აგრეთვე ახლოს გაეცნონ ყველაფერს." შეგახსენებთ, რომ დემეტრიო ალბერტინი არის იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი.
მილანის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ალეშანდრე პატომ მსახიობ სტეფანე ბრიტოს მშობლებს ქალიშვილის ხელი სთხოვა. საკუთარ ვებ-გვერდზე ფეხბურთელმა სიხარულით დაწერა, რომ მისი სტეფანისთან ქორწილი მიმდინარე წლის ბოლოს შედგება. პატო და ბრიტო 2 წელია ერთმანეთს ხვდებიან. 2009 წლის დასაწყისში მათ იჩხუბეს და ერთმანეთს გაშორდნენ კიდეც, მაგრამ მიხვდნენ, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ და შერიგდნენ. ალეშანდრე სტეფანის მშობლებს იტალიაში ჩასვლას დაელოდა, შეხვდა მათ და აცნობა ის, რაც აღარავისთვის წარმოადგენდა საიდუმლოს, რომ მას მათ გოგონაზე სურდა დაქორწინება. რა თქმა ინდა, სტეფანის მშობლებს პატოს საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და 19 წლის შეყვარებულების დაქორწინებას წინ აღარაფერი უდგას.
თუ იტალიურ გამოცემა "Il Corriere dello Sport"-ს ვენდობით, იტალიის პრემიერ-მინისტრი და ამავე დროს საფეხბურთო კლუბ "მილანის" მფლობელი სილვიო ბერლუსკონი ითვალისწინებს რა, "მილანის" კრიზისს და მზად არის კაკას შეელიოს.