მილანის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ალეშანდრე პატომ მსახიობ სტეფანე ბრიტოს მშობლებს ქალიშვილის ხელი სთხოვა. საკუთარ ვებ-გვერდზე ფეხბურთელმა სიხარულით დაწერა, რომ მისი სტეფანისთან ქორწილი მიმდინარე წლის ბოლოს შედგება. პატო და ბრიტო 2 წელია ერთმანეთს ხვდებიან. 2009 წლის დასაწყისში მათ იჩხუბეს და ერთმანეთს გაშორდნენ კიდეც, მაგრამ მიხვდნენ, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ და შერიგდნენ. ალეშანდრე სტეფანის მშობლებს იტალიაში ჩასვლას დაელოდა, შეხვდა მათ და აცნობა ის, რაც აღარავისთვის წარმოადგენდა საიდუმლოს, რომ მას მათ გოგონაზე სურდა დაქორწინება. რა თქმა ინდა, სტეფანის მშობლებს პატოს საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და 19 წლის შეყვარებულების დაქორწინებას წინ აღარაფერი უდგას.
ნანახია: 1201 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |