подъемник гидравлический
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 4 სტუმარი: 4 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2009 » მაისი » 24
გთავაზობთ, ინტერვიუს ლევან მჭედლიძესთან:
როგორც შევიტყვეთ, შესაძლოა "პალერმოდან" წამოხვიდე, ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვი?
მადლობა, რომ ჩემით დაინტერესებული ხართ თუ რა ხდება ჩემს კარიერაში. რაც შეეხება "პალერმოდან" ჩემს წამოსვლას ვერ დავადასტურებ, ეს უბრალოდ ხალხის მოსაზრებაა, რადგან ხშირად მოედანზე ვერ მხედავენ. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ გუნდის უფროსობასთან საუბარს, არ გამოვრიცხავ, რომ გუნდიდან წავალ.
ანუ შესაძლოა პალერმოში მომავალი სეზონშიც გიხილოთ.
80 % პრო
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
1145
|
დაამატა:
milan
|
თარიღი:
24.05.2009
|
|
გთავაზობთ ხვალინდელი ჯახისთვის სან სიროზე "ჯალოროსის" წინააღმდეგ კარლიტოს მიერ გამოძახებულ 18 მილანელს, რომელთაგან "მილანის" განუყოფელი ნაწილი, "როსონერის" ლეგენდარული კაპიტანი სამწუხაროდ ბოლოჯერ იბრძოლებს სან სიროზე გუნდისთვის გამარჯვების მოსატანად. გამოძახებული მილანელები: მეკარეები: დიდა, კალაჩი. მცველები: ფავალი, იანკულოვსკი, მალდინი, სენდეროსი, ძამბროტა. ნახევარმცველები: ამბროზინი, ბექემი, ფლამინი, გატუზო, პირლო, ზეედორფი, კაკა, რონალდინიო. თავდამსხმელები: ინძაგი, პატო, შევჩენკო. არ გამოძახებულნი: ანტონინი, ნესტა, დარმიანი, მატიონი, კარდაჩიო, ვიუდესი. ტრამვირებულნი: აბიატი, ბონერა, კალაძე, ბორიელო.
ნანახია:
1168
|
დაამატა:
milan
|
თარიღი:
24.05.2009
|
|
ლონდონის ”არსენალის” შვეიცარიელ მცველს ფილიპ სენდეროს ”მილანში” დარჩენა სურს. სენდეროსის თქმით, ის ”მილანური” ყოფით ძალიან კმაყოფილია და სურს, რომ ”არსენალმა” იჯარის წესით გაშვებულ ფეხბურთელს ”მილანში” დარჩენის ნება დართოს. თავის მხრივ ის ”მილანს” მოუწოდებს, რომ ”არსენალისაგან” გამოისყიდოს. როგორც ცნობილია სენდეროსი არსენ ვენგერის სამომავლო გეგმებში არ შედის და თავად ”არსენალის” ბოსი წინააღმდეგი არ უნდა იყოს მისი გასხვისების. ხოლო რაც შეეხება სატრანსფერო ფულს სენდეროსი, დაპირების თანახმად იმ ფულს არსენ ვენგერი კლუბის უფროსების მიერ გამოყოფილ სატრანსფერო ფულს დაამატებს და ახალი ფეხბურთელების გადმოსაბირებლად დახარჯავს. 24 წლის სენდეროსის სავარაუდო სატრანსფერო თანხად 10 მილიონი სახელდება.
ნანახია:
1109
|
დაამატა:
milan
|
თარიღი:
24.05.2009
|
|
ალბათ გახსოვთ რომ ადებაიორმა განაცხადა, მე მომავალ სეზონში 100 პროცენტით არსენალელი დავრჩებიო. ვენგერიც იგივეს იმედოვნებს. ვენგერი:"ამ მომენტში მას მომავალი არსენალში აქვს. მას გრძელი კონტრაქტი აქვს და ვიმედოვნებ რომ შევინარჩუნებთ. გული მიგრძნობს რომ ის აქ დარჩება".
ნანახია:
1093
|
დაამატა:
milan
|
თარიღი:
24.05.2009
|
|
გრაფიტემ და ძეკომ ერთად სეზონში 54 გოლი გაიტანეს და ამით "ბაიერნის" 2 ლეგენდის 36-წლოვანი რეკორდი დაამხეს. მიულერმა და ჰიონესმა ერთად ზედიზედ 2 სეზონში, 1971-1972, 1972-1973, 53 გოლი გაიტანეს, მიულერმა პირველში 40, ხოლო მეორეში 36 გოლი გაიტანა. გრაფიტეს და ძეკოს ბოლო ტურამდე 51 გოლი ჰქონდათ გატანილი, მაგრამ "ვერდერთან" მათ 3 გაიტანეს, 2 გრაფიტემ(სულ 28), 1 ძეკომ(სულ 26).
ნანახია:
1123
|
დაამატა:
milan
|
თარიღი:
24.05.2009
|
|
იტალიური "მილანის" სამიზნე ამ მომენტისთვის, მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურია და დღევანდელ მატჩში, დედაქალაქური "რომას" წინააღმდეგ, მხოლოდ 3 ქულა დააკმაყოფილებს. " "მილანს" საკუთარ მოედანზე "რომა" უკვე სამი წელია არ დაუმარცხებია, ასე რომ ჩვენ მთელი ძალებით შევუტევთ სპალეტის გუნდს. ჩვენ წინა ტურში დავკარგეთ ქულები "უდინეზესთან, ასე, რომ ახლა მხოლოდ 3 ქულა დაგვაკმაყოფილებს. " - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ "Milan Channel"-თან საუბარში. იმ შემთხვევაში თუ, დღეს "როსონერი" 3 ქულას აიღებს, ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოი
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
1127
|
დაამატა:
milan
|
თარიღი:
24.05.2009
|
| |
|
|
|