როგორც შევიტყვეთ, შესაძლოა "პალერმოდან" წამოხვიდე, ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვი?
მადლობა, რომ ჩემით დაინტერესებული ხართ თუ რა ხდება ჩემს კარიერაში. რაც შეეხება "პალერმოდან" ჩემს წამოსვლას ვერ დავადასტურებ, ეს უბრალოდ ხალხის მოსაზრებაა, რადგან ხშირად მოედანზე ვერ მხედავენ. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ გუნდის უფროსობასთან საუბარს, არ გამოვრიცხავ, რომ გუნდიდან წავალ.
ანუ შესაძლოა პალერმოში მომავალი სეზონშიც გიხილოთ.
80 % პროცენტი "პალერმოში ვიქნები, მინდა ისე იყოს, როგორც მე მოვისურვებ და მსურს მოედანზე ხშირად ვიყო, ეს არის ჩემი პრეტენზია. საერთოდ გუნდში კარგად ვგრძნობ თავს.
საკმაოდ მკაცრი განცხადებაა. სხვა კლუბები თუ არიან შენით დაინტერესებული და თუ განიხილავ, რომელიმეს?
ვერ გაგიმხელთ, არის ბევრი კლუბი, რომლებიც დაინტერესებულია ჩემით და ზუსტად ეს მაძლევს იმის უფლებას, რომ მოვითხოვო მეტი და მეტი.
ხომ ვერ დაგვიკონკრეტებ, რომელი ჩემპიონატებიდან?
თითქმის ყველა ძლიერი ჩემპიონატიდან, როგორც სერია ა–დან ისე სხვა ძლიერი ჩემპიონატებიდან.
ლევან ამასთან დაკავშირებით ალბათ ინფორმირებულია კლუბის უფროსობა და რა კომენტარს აკეთებენ?
ჯერ ამასთან დაკავშირებით არავითარი საუბარი არ გვქონია, ყველამ იცის, რომ მე დავრჩები "პალერმოში" და მათთვის სხვა თემა არ არსებობს.
ლევან მოდი ჩვენს ქვეყანაში გადმოვიდეთ და რას იტყვი მოახლოებულ მატჩებზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრები გამართავს?
ორი ამხანაგური მატჩი გველის წინ, 6–ში თბილისში გვაქ თამაში და იმედია სიმშვიდე იქნება და გუნდიც ჩამოვა. 10-ში კი ალბანეთთან კარგი თამაში იქნება. ალბანეთის ნაკრებში ჩემი გუნდელი თამაშობს უიკან სამირი და დავენიძლავე თუ მოგვიგო მე ვიხოტრი თავს, თუ არა მაშინ ის, ასე რომ 1000 % პროცენტით უნდა მოვიგოთ. (იცინის)
საკმაოდ დიდ რისკზე წასულხარ ლევან.
შესარჩევ ციკლში სამი შეხვედრა გვაქვს დარჩენილი, როგორ გგონია რამდენი ქულის დაგროვებას შევძლებთ?
არა არ წავსულვარ რისკზე, რისკზე თითონ წავიდა
რავიცი აბა როგორ გითხრა, იმედი გვაქვს, რომ ქულას ავიგებთ და სამ თამაშში ბევრი რამ გამოჩნდება. მომავალ წლებში უფრო კარგად ვითამაშებთ.
ნანახია: 1112 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |