სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე კახა კალაძის "მილანი" მეორე ადგილზეა და ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებს. "როსონერი" ლიდერ "ინტერს" 7 ქულით ჩამორჩება. ცხადია, დარჩენილ შეხვედრებში ამ დეფიციტის აღმოფხვრა თეორიულადაც და პრაქტიკულადაც შესაძლებელია, მაგრამ რეალურად, "მილანს" ძალიან მცირე აქვს საიმისო შანსი, სეზონი პირველ ადგილზე დაასრულოს. სწორედ ამ თემაზე ისაუბრა კალაძემ რუსული პრესისთვის გაკეთებულ კომენტარში: "ჩვენი გუნდი უკვე ჩინებულ ფორმაშია და დამაჯერებლად თამაშობს. ამ დროს კი "იუვენტუსს" მცირედი ჩავარდნა აქვს, დროდადრო ქულებს კარგავს "ინტერიც". რა თქმა უნდა, ძალიან გვინდა, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდს გავუსწროთ, მაგრამ ეს იოლი ნამდვილად არ იქნება, თუმცა ბოლომდე ვიბრძოლებთ. ამ სეზონში ჩვენი ამოცანა იყო ჩე
... კითხვის გაგრძელება »
მას შემდეგ რაც ყველასათვის ცნობილი გახდა,რომ ვან ბასტენმა დატოვა "აიაქსი"-ს მწვრთნელის პოსტი,კვლავ დაუკავშირეს მისი სახელი მილანს. მილანის ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა,რომ ჰოლანდიელი წარმოადგენს მილანის მწვრთნელობის კანდიდატთა შორის ყველაზე იდეალურ კანდიდატს. "ვან ბასტენის შეხედულებები ფეხბურთთან დაკავშირებით ძალიან ახლოსაა "მილანის" შეხედულებებთან, მაგრამ ჩვენ ამჯერად გვყავს შესანიშნავი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, რომელიც თავის საქმეს შესანიშნავად ართმევს თავს და წარმატებით მუშაობს" – აღნიშნა გალიანიმ.
მილანი ინტერს ჯენოელი ფორვარდის გაბრიელ მილიტოსათვის უპირისპირდება, იტყობინება Sportmediaset-ი. გამოცემის ინფორმაციით "როსონერი" არაა წინააღმდეგი არგენტინელი არენდით აიყვანოს და გენუურ კლუბს სამაგიეროდ მარკო ბორიელოს სთავაზობს, მაგრამ ჯენოას პრეზიდენტ ერიკო პრეციოზს სამხრეთამერიკელის 27 მილიონ ევროდ გაყიდვა სურს.
"არსენალი"-ს ფორვარდ ემანუელ ადებაიორის ირგვლივ ბოლო პერიოდია ბევრს საუბრობდნენ და მის მილანში გადმოსვლას ვარაუდობდნენ, მაგრამ მან ყველანაირ ჭორს წერტილი დაუსვა: "ის რომ მე დღეს ამ დონეზე ვთამაშობ "არსენალი"-ის დამსახურებაა, მე აქ ჩამოვყალიბდი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად და მე მმართებს ჩემი ერთგულებით და კარგი თამაშით "სამაგიერო გადავუხადო" მას. მე 100% ვამტკიცებ რომ არსენალში ვრჩები" - განაცხადა ადებაირმა.
ფრანგული "ლიონისა" და იტალიის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მცველი, 31 წლის ფაბიო გროსო, სეზონის დასრულების შემდეგ, ფრანგული კლუბის დატოვებასა და კარიერის სამშობლოში გაგრძელებას აპირებს. ამის შესახებ იტალიური ინტერნეტ-გამოცემა sportmediaset-ი იუწყება. "სკუადრა აძურას" მცველის გადაბირებას ტურინის "იუვენტუსი" და "მილანი" აქამდეც ცდილობდნენ, ხოლო მას შემდეგ რაც გროსოს პოზიცია საქვეყნოდ გაცხადდა, მსურველთა რიცხვს, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისათვის მებრძოლი "ფიორენტინა" და "ჯენოა" შეემატა. ასე რომ, იტალიელ მცველს შეთავაზების მხრივ პრობლემა ნამდვილად არ ექნება. გროსო "ლიონში" 2007 წელს "ინტერიდან" გადავიდა. საფრანგეთ
... კითხვის გაგრძელება »