подъемник гидравлический
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
მთავარი » 2009 » მაისი » 13
ყოველდღიურ გაზეთ "Aujourd'hui Sport"- თან ინტერვიუში რიკარო კაკა საუბრობს ჯერარდსა და გურკუფზე: ,, მე არასდროს მითქვამს, რომ ჩვენ უნდა შევიძინოთ ჯერარდი. მე მკითხეს, თუ რომელი ფეხბურთელი მომწონდა და მხოლოდ დავასახელე ჯერარდი. სამწუხაროდ მისი ჩვენთან გადმოსვლა მგონი შეუძლებელია. გურკუფი? მე მიხარია, რომ ის კარგად თამაშობს. ვიცი, რომ ჩვენთან ყოფნის პერიოდი მისთვის ადვილი არ იყო. ახლა ის წარმატებით თამაშობს როგორც ეროვნულ ნაკრებში, ასევე თავის გუნდში და თუ დაბრუნდება სხვა სიტუაციაში იქნება."
ნანახია:
1120
|
დაამატა:
milan
|
თარიღი:
13.05.2009
|
|
goal.com. ინფორმაციით მილანის ნახევარმცველმა, მატეუ ფლამინიმ აღიარა რომ იუვენტუსთან თამაში საკმაოდ უხეში გამოვიდა,მაგრამ ის კმაყოფილი დარჩა თავად მატჩით და შედეგით. Milan Channel-თან ინტერვიუში არსენალის ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა: ”ეს იყო რთული შეხვედრა,მაგრამ ამავე დროს საკმაოდ კარგიც გამოვიდა.საჭირო იყო გამარჯვების მოპოვება ,რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა საბოლოოდ გაგვენაღდებინა. მაგრამ ჩვენ ეს ვერ შევძელით.ჩვენ მთელი ძალა შევალიეთ ამ თამაშს, შევქმენით რამოდენიმე სახიფათო მომენტი. პირადად მე ბევრი დრო გავატარე ფლანგებზე, ბევრს ვეხმარებოდი შეტევის ხაზს და საბოლოოდ ძალიან დავიღალე.” -დაამატა მან ინტერვიუს ბოლოს.
ნანახია:
1114
|
დაამატა:
milan
|
თარიღი:
13.05.2009
|
|
"მილანის" მწვრთნელის კარლო ანჩელოტის ასისტენტი დაჟინებით ამბობს, რომ კარლოს მომავალი სეზონის ბოლოს გაირკვევა. ის ამბობს: "მე ვფიქრობ, რომ მე ვიცი საკმაო რაოდენობა ინფორმაციისა. მე ვარ "მილანთან" ერთად 1980 წლის შემდეგ. ამიტომ მე ვიცი ის, რაც თქვან გინდათ. უნდა ეთხოვა ანჩელოტის, რომ გავყოლოდი? მე მაქვს კონტრაქტი და "მილანში" ვიქნები მინიმუმ 1 სეზონი. მე კი ვუსმენდი შეთავაზებებს. ახლა მე არაფრის თქმა არ შემიძლია. მხოლოდ ის, რომ კარლოს მომავალი სეზონის ბოლოს გადაწყდება. ამ სეზონის ბოლომდე კი ის ნამდვილად ჩვენთანაა.
ნანახია:
1066
|
დაამატა:
milan
|
თარიღი:
13.05.2009
|
|
მილანი მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელის კარლოს ტევესისთვის ბრძოლაში ჩაება.ამის შესახებ გვამცნობს "СЭ" The Star-ზე დაყრდნობით.მილანის ხელმძღვანელობა მზადაა არგენტინელი ფეხბურთელისთვის 22 მილიონი ფუნტი გაიღოს, ამდენივე თანხას მიიღებს თვითონ ფეხბურთელი ოთხწლიანი კონტრაქტის მიხედვით. ფეხბურთელის აგენტი კია ჯურაბჩანი კვირას მილანსა და იუვენტუსს შორის ჩატარებულ მატჩს დაესწრო. ალბათ ის იტალიას ტევესის ტრანსფერთან დაკავშირებით ეწვია.როგორც ცნობილია ტევესს ინგლისში ვერ მიდის საქმე კარგად. ის ფაქტიურად შეცვლებზე გამოდის მოედანზე და მწვრთნელის დიდი პატივისცემითაც არ სარგებლობს.მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა მილ
...
კითხვის გაგრძელება »
ნანახია:
1104
|
დაამატა:
milan
|
თარიღი:
13.05.2009
|
|
ხვალ, 13 მაისს, 22:45 საათზე გაიმართება იტალიის თასის ფინალი: ლაციო-სამპდორია. რომში, სტადიო ოლიმპიკოზე. ლაციომ იუვე დაამარცხა, სახლში 2:1(პანდევი 65', როკი 78', მარკიონი 34'). სტუმრად 1:2(დელ პიერო 64', ზარატე 38', კოლაროვი 51'). სამპდორიამ კი ინტერი, სახლში 3:0(კასანო 9', პაცინი 30', 42' ხოლო სტუმრად 1:0(იბრაჰიმოვიჩი 27').
ნანახია:
1155
|
დაამატა:
milan
|
თარიღი:
13.05.2009
|
|
"ატალანტას"იტალიელმა ფეხბურთელმა, კრისწიან ვიერიმ კომენტარი გააკეთა ლეგენდარული პაოლო მალდინის ფეხბურთიდან წასვლის შესახებ. "იგი დიდებული ფეხბურთელია. სამწუხაროა სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთს, რომ ტოვებს, მაგრამ მისი გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა ვცეთ.
ნანახია:
1082
|
დაამატა:
milan
|
თარიღი:
13.05.2009
|
|
ბრაზილიელი ვარსკვლავის, რონალდინიოს ძმამ და აგენტმა, რობერტო დე ასისმა განაცხადა რონის კარიერის შესახებ. "ვფიქრობ რონალდინიოსთვის კლუბის შეცვლა და ბრაზილიაში დაბრუნება რთული იქნება. ხოლო, რომელიმე ევროპულ კლუბში შესაძლებელია. მის სანაცვლოდ "მილანმა" 28 მილიონი ევრო გადაიხადა." - განაცხადა რობერტო დე ასისმა. რონალდინიომ მიმდინარე სეზონში "მილანის" შემადგენლობაში, სერია ა-ში 27 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
ნანახია:
1038
|
დაამატა:
milan
|
თარიღი:
13.05.2009
|
|
ბევრი ახსნის გარეშე გთავაზობთ გუშინდელ ამხანაგურ შეხვედრაში ალბანეთის ნაკრებსა და "როსონერის" შორის გატანილ გოლებს და პენალტების სერიას, რის შემდეგაც როგორც მოგეხსენებათ ტირანაშიც გაიჟღერა "როსონერის" ჰიმნმა ალბანელთა სამწუხაროდ.
ნანახია:
1153
|
დაამატა:
milan
|
თარიღი:
13.05.2009
|
|
სულ რამდენიმე თვის წინ, კარლო ანჩელოტი ფლორენტინო პერესის ფავორიტი იყო, თუმცა ბოლო ერთი თვის მანძილზე ეს ინტერესი შენელდა და ფაქტიურად გამოირიცხა კიდეც იმის შანსი, რომ ანჩელოტი "რეალის" მწვრთნელი გახდება.
ნანახია:
1140
|
დაამატა:
milan
|
თარიღი:
13.05.2009
|
| |
|
|
|