goal.com. ინფორმაციით მილანის ნახევარმცველმა, მატეუ ფლამინიმ აღიარა რომ იუვენტუსთან თამაში საკმაოდ უხეში გამოვიდა,მაგრამ ის კმაყოფილი დარჩა თავად მატჩით და შედეგით. Milan Channel-თან ინტერვიუში არსენალის ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა: ”ეს იყო რთული შეხვედრა,მაგრამ ამავე დროს საკმაოდ კარგიც გამოვიდა.საჭირო იყო გამარჯვების მოპოვება ,რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა საბოლოოდ გაგვენაღდებინა. მაგრამ ჩვენ ეს ვერ შევძელით.ჩვენ მთელი ძალა შევალიეთ ამ თამაშს, შევქმენით რამოდენიმე სახიფათო მომენტი. პირადად მე ბევრი დრო გავატარე ფლანგებზე, ბევრს ვეხმარებოდი შეტევის ხაზს და საბოლოოდ ძალიან დავიღალე.” -დაამატა მან ინტერვიუს ბოლოს.
ნანახია: 1087 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |