ლონდონის ”არსენალის” შვეიცარიელ მცველს ფილიპ სენდეროს ”მილანში” დარჩენა სურს. სენდეროსის თქმით, ის ”მილანური” ყოფით ძალიან კმაყოფილია და სურს, რომ ”არსენალმა” იჯარის წესით გაშვებულ ფეხბურთელს ”მილანში” დარჩენის ნება დართოს. თავის მხრივ ის ”მილანს” მოუწოდებს, რომ ”არსენალისაგან” გამოისყიდოს. როგორც ცნობილია სენდეროსი არსენ ვენგერის სამომავლო გეგმებში არ შედის და თავად ”არსენალის” ბოსი წინააღმდეგი არ უნდა იყოს მისი გასხვისების. ხოლო რაც შეეხება სატრანსფერო ფულს სენდეროსი, დაპირების თანახმად იმ ფულს არსენ ვენგერი კლუბის უფროსების მიერ გამოყოფილ სატრანსფერო ფულს დაამატებს და ახალი ფეხბურთელების გადმოსაბირებლად დახარჯავს. 24 წლის სენდეროსის სავარაუდო სატრანსფერო თანხად 10 მილიონი სახელდება.
ნანახია: 1079 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |