როგოც იცით ამ სეზონის ბოლოს პაოლო მალდინი ასრულებს თავის საფეხბურთო კარიერას (როგორც ფეხბურთელი). პაოლო მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა და მას საკადრისი გაცილება ექნება და ამის მომსწრენი ჩვნე მალევე გავხდებით. სერია ა-ში ის თავის ბოლო მატჩს ალბათ ჩაატარებს 31 მაისს ფიორენტინას წინააღმდეგ, ხოლო ბოლო მატჩს სან სიროზე კი ალბათ რომას წინააღმდეგ (24 მაისი). რამოდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა რომ იგი თავის ბოლო მატჩს ეროვნულ ნაკრებშიც ჩაატარებს ივნისის დასაწყისში. რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, პაოლომ განაცხადა: "ჩვენ ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, ჩვენ შესანიშნავ ფორმაში ვართ. ჩვენ მოტივაცია არ გვაკლია, გვსურს გავიმყაროთ ცხრილში ჩვენი პოზიცია". როგორც იცით ინტერის უფროსობამ დაიწყო "წუწუნი" მილანს ბევრ თერთმეტმეტრიანს უნიშნავენ მსაჯებიაო, ამაზე: "თერთმეტმეტრიანები? ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მატჩში ბევრს უტევს და სწორედ ამით არის გამოწვეული თერთმეტმეტრიანები". რაც შეეხება წასვლაზე მან განაცხადა: "ეს ჩემი ბოლო სეზონია, მე კარგად ვთამაშობ, თუმცა დროა წავიდე". რაც შეეხება ანჩელოტის, მან კარლიტოზე თქვა: "ჩემი აზრით ის დარჩება, კლუბს, მასსა და გუნდს შორის ჰარმონიაა და მე ვფიქორბ რომ იგი აუცილებლად დარჩება" - განაცხადა პაოლომ.
ნანახია: 1110 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |