როგორც ალბათ იცით კატანიას მთავარი მწვრთნელი არის ვალტერ ძენგა, თუმცა გუშინ მის მაგივრად მთავარი მწვრთნელის ფუნქციებს ასრულებდა პინო ირერა (იხ. სურათი). მატჩის შემდგომ მან განაცხადა: "ჩვენ კარგად მოვემზადეთ მილანის წინააღმდეგ, თუმცა ამ წუთისათვის მილანის წინააღმდეგ თამაში არა მარტო კატანიასათვის, არამედ სერია ა-ს ნებისმიერი გუნდისათვის რთულია". მან ასევე ისაუბრა კატანიას მდგომარეობაზე: "მათემატიკურად ჯერ კიდევ საფრთხეში ვართ, თუმცა ვფიქრობ რომ მეტი პრობლემა აღარ შეგვექმნება. ჩვენ სეზონის დასრულება გვსურს საუკეთესოდ ჩვენთვის" (სერია ა-ში დარჩენა სურთ რასაკვირეველია).
ნანახია: 1182 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |