პიპო ინძაგი ორ თვეზე მეტია თითქმის ყველა მატჩში მილანის მხრიდან გოლის ავტორად გვევლინება. იტალიელი ვეტერანი ფეხბურთელი მართლაც რომ შესანიშნავ ფორმაშია და მისივე განცხადებით ეს სეზონი მისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა მის კარიერაში. "მე ბედნიერი ვარ, ეს ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია რაც კი ოდესმე მქონია. ყველა ცდილობს გოლი გამატანინოს, კარგია ასეთ მილანში თამაში. ძალზედ სამწუხაროა, რომ სეზონი დასასრულს უახლოვდება, რადგან თავიდან ჩვენ სკუდეტოსათვის გვინდოდა ბრძოლა. კიდევ დარჩა მატჩები, მიუხედავად იმისა რომ ინტერს საკმოად ადვილ კლუბებთან აქვს მატჩები ჩვენ მაინც გვაქვს იმედი. როგორც არ უნდა იყოს, მე ჩემპიონთა ლიგაზე ვფიქრობ, მათემატიკურად ოთხი ქულა საკმარისი და გარანტირებულია მილანისათვის რომ მომდევნო წელს ვითამაშოთ ლიგაზე. ამ წუთისათვის ყველა მატჩი მე დიდ მოტივაციას მიქმნის, არა მარტო მილანი იუვენტუსი" - განაცხადა პიპომ.
ნანახია: 1049 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |