"მილანის" ვიცე–პრეზიდენტმა,ადრიანო გალიანიმ მადლობა გადაუხადა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს,ხოსეპ გუარდიოლას მალდინის მისამართით ნათქვამი თბილი სიტყვებისათვის. შეგახსენებთ,რომ კატალონიური კლუბის თავკაცმა,ხოსეპ გუარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის მოგება მიუძღვნა "შავ–წითლების" კაპიტან,პაოლო მალდინის,რომელსაც ტიფოზებმა თავიანთი შეძახილებით და ბანერებით გაუფუჭეს გამოსამშვიდობებელი საღამო. "გუარდიოლა ძალიან კარგად აღზრდილი და განათლებული პიროვნებაა და მინდა მადლობა გადავუხადო ამ თბილი სიტყვებისთვის. რაც შეეხება იმ ფანატებს(საუბარია მათზე,ვინც ბანერები გამოფინეს),მე არ მსურს მათზე საუბარი"–განუცხადა გალიანიმ La Repubblika–ს
ნანახია: 1125 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |