Reuters იუწყება, რომ ყოფილი მილანური და ახლანდელი ფლორენციული გუნდის ფორვარდი, ალბერტო ჯილარდინო დარწმუნებულია, რომ მისი კლუბი სერია ა-ს ბოლო ტურში "მილანს" 2 ბურთით დაამარცხებს და ჩემპიონთა ლიგაზე გავა. "დარწმუნებული ვარ, საჭირო შედეგს მივაღწევთ. ამის უდიდესი სურვილი გვაქვს და მივაღწევთ კიდეც. საკუთარი ტრიბუნის დახმარება გამოგვადგება. - განაცხადა ჯილარდინომ, რომელიც "ფიორეში" 2008 წელს გადავიდა, "მილანიდან" და ამ სეზონში 33 ჩატარებულ მატჩში 19 გოლი გაიტანა.
ნანახია: 1114 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |