ხუთშაბათი, 21.11.2024, 13:00
მილანი
 
საიტის მენიუ

    подъемник гидравлический
    მინი-ჩათი

    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 14
    სტუმარი: 14
    მომხმარებელი: 0

    ronaldo
    მთავარი » 2009 » მაისი » 25 » ტიფოზებმა მალდინის ნამდვილი კოშმარი მოუწყეს
    ტიფოზებმა მალდინის ნამდვილი კოშმარი მოუწყეს
    17:19
    ტიფოზებმა მალდინის ნამდვილი კოშმარი მოუწყესროგორც იცით დღეს სან სიროზე მალდინის ბოლო მატჩი იყო და ყველა ელოდა იმას, რომ სან სირო მას თავ აწეული გაუშვებდა და საზეიმო საღამოს მოუწყობდა მალდინის, მაგრამ მოხდა პირიქით. მილანის ტიფოზებმა წაგებას ისიც დაუმატეს, რომ მალდინის საწინაამღდეგო ბანერები გააკრეს. გთავაზობთ რამოდენიმე ბანერის წარწერას: "მადლობა კაპიტანო, მაგრამ შენ შეცდი იმათ წინაში, ვინც შენ გაგამდიდრა." და როცა მალდინი მოედანს წრეს ურტყამდა უეცრად ესეთი ბანერი გამოჩნდა: "შენი 25 წლიანი კარიერის სამადლობელოდ, შენ პატივი უნდა სცე იმათ ვინც შენიანად გთვლიდა და არა გამყიდველებს" (ამ ბანერის შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ წადი ფეხბურთიდან, არ დაუჯერო გალიანის.).
    ასევე სან სიროზე გამოჩნდა ის პლაკატიც რომელიც ერთი წლის წინაც იყო სან სიროს ტრიბუნებზე: "ჩვენ მხოლოდ ერთი კაპიტანი გვყავს და ეს ფრანკო ბარეზია."
    ტიფოზების საქციელზე გულდაწყვეტილმა ჩვენმა კაპიტანმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მე თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ერთ-ერთი იმათგანი არ ვარ."
    ეს ფაქტი ასევე სპალიტიც შეძრა და მცირეოდენი კომენტარი მანაც გააკეთა ამ ფაქტთან დაკავშირებით:"თუ ეს ყველაფერი გულშემატკივრებმა მალდინის საწინაამღდეგოდ გააკეთეს, მაშინ მათ სპორტი არ ყვარებიათ და სახლში უნდა დარჩენილიყვნენ. თუ ვინმე მალდინის აბრაზებს, მაშინ ის საზღვრებს ცდება."
    ასევე ამ ფაქტთან დაკავშირებით კაპელომაც გააკეთა კომენტარი: "დღეს ნამდვილად არ იყო ამ ბანერების გამოკვრის დრო."
    ასევე კომენტარის გაკეთება არ დავიწყებია ანჩელოტისაც: "რათქმაუნდა ეს ჩვენ ხელს არ შეგვიშლის ღირსეულად გავაცილოთ ჩვენი კაპიტანი. ეს ზღვაში წვეთია და ასეთი გამოსვლებით ისინი ვერაფერს ვერ შეცვლიან. ჩვენ ყველას გვიყვარს პაოლო და ვაფასებთ მას."
    ტიფოზები მალდინის გამოსამშვიდობებელ მატჩზე მხოლოდ პაოლო არ განუსჯიათ. ბანერებს შორის ერია ბერლუსკონის საწინაამღდეგო ბანერიც: "იმის მაგივრად, რომ მიხედო სატრანსფერო პოლიტიკას შენ ფულს უაზრობაში ხარჯავ. შენ გინდა, რომ გაყიდო კაკა რათა გადაჭრა პრობლემები, შენ არ გინდა, რომ დახარჯო შენი ფული. მადლობა შენ ყველაფრისთვის და ..." ერთი სიტყვით ტიფოზებმა ნამდვილი კოშმარი მოუწყეს მალდინის, იმის ნაცვლად, რომ ღირსეულად დამშვიდობებოდნენ ნამდვილ ლეგენდას, რომელმაც მთელი მისი კარიერა მათ მიუძღვნა.

    ნანახია: 1167 | დაამატა: milan | რეიტინგი: 0.0/0 |
    სულ კომენტარი: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    შესვლის ფორმა

    ძებნა

    კალენდარი
    «  მაისი 2009  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
        123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031


    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz