შაბათს უდინეზესთან 1:2 მარცხით მილანმა სანატრელი მეორე ადგილის შანსი გაანიავა. ახლა, ანჩელოტის გუნდს, რომასთან მატჩი ელის და კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი იმედოვნებს, რომ მეორე ადგილის ბედიბოლო ტურამდე გადაწყდება. "უდინეზესთან შეხვედრაში მეორე ადგილი და ჩემპიონთა ლიგაზე პირდაპირი გზით მოხვედრა უნდა გაგვენაღდებინა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ახლა რომასთან მატჩი გველის და იმედი მაქვს, ეს საკითხი ამ შეხვედრაში გადაწყდება. არ უნდა გავირთულოთ მდგომარეობა და ამოცანა უკანასკნელი ტურისთვის არ უნდა გადავდოთ, როცა ფლორენციაში ფიორენტინასთან სათამაშოთ ჩავალთ. - აღნიშნა გალიანიმ.
ნანახია: 1099 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |