მილანს კვირა საღამოს სან სიროზე რომას წინააღმდეგ თამაშისას არ ეყოლება დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები, მაგრამ ჯანლუკა ძამბროტა დისკვალიფიკაციის ზღვარზეა, მას უკვე აქვს ყვითელი და ყვითელის მიღების შემთხვევაში ვერ ითამაშებს ფიორენტინას წინააღმდეგ. რაც შეეხება რომას, ვერ ითამაშებს წამყვანი ნახევარმცველი დანიელე დე როსი. ხოლო დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან ტოტი, აკვილანი, მექსესი, კასეტი, ვუჩინიჩი და ტადეი.
ნანახია: 1115 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |