ფაქტია რომ მილანი სერიოზულად დაინტერესებულია ფრანგული ბაზრით, ადრე გავრცელებული ინფორმაციით როსონერი ”პსჟ”-ს 18 წლის მცველით საკოთი დაინტერესდა. Milannews.it-ის ინფორმაციით გალიანიმ ყურადღება მარსელის ნიგერიელ მცველზე ტაივოზე შეაჩერა.მარსელი თავის მცველს 20 მილიონ ევროდ აფასებს, იმის ფონზე რომ იტალიური კლუბი მისთვის მხოლოდ 14 მილიონს ”იმეტებს”. ეს არ არის პირველი კანდიდატურა მარცხენა მცველის პოზიციაზე. მილანი აქტიურად ეძებს ფავალისა და იანკულოვსკის შემცვლელს.ერთი მათგანი ამთავრებს კარიერას,მეორე კი შეიძლება გადაყვანილი იყოს ნახევარდაცვაში.აქტუალურია ასევე ფრანგი მცველის კლიშის ტრანსფერიც არსენალიდან(დაახლოებით 14 მილიონი) ასევე მაქსველის ინტერიდან გადმოყვანა ( 3 მილიონი ევროს ოდენობის).
ნანახია: 1082 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |