უდინეზესა და მილანს შორის გუშინ გამართული მატჩის დროს შეხვედრის იტალიელმა კომენტატორმა კრისტიანო რუიუმ განაცხადა: ,, უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ჩელსიმ კონტრაქტი შესთავაზა კარლო ანჩელოტის. აგრეთვე საუბრობენ, რომ კარლო დათანხმდა ამ კონტრაქტს, მაგრამ ამის ოფიციალური დადასტურება ჯერ არაა. ყველაფერი ორშაბათს გადაწყდება მილანის სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სილვიო ბერლუსკონი, ადრიანო გალიანი და ალბათ კარლო ანჩელოტიც. გულშემატკივრები კი მთელი მატჩის განმავლობაში სკანდირებდნენ - ანჩელოტი ჩვენი მწვრთნელი! "
ნანახია: 1091 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |