უდინეზესთან მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ "Rai"-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: ,, ჩვენ ხელიდან გავუშვით ინტერთან არსებული სხვაობის შემცირების შანსი. თუნდაც უდინეზესთან მოგების შემთხვევაშიც ჩემპიონობის შანსები ძალზედ მცირე იქნებოდა. იუვესთან სხვაობა ოთხი ქულაა და ჩვენ ბოლო ორი მატჩის მოგებას შევეცდებით. უდინეზემ საკმაოდ კარგად ითამაშა და გამარჯვებების სერიაშიც შევიდა, ჩვენ კი პირიქით - შთამბეჭდავი გამარჯვებების შემდეგ თამაშს მოვუკელით. ახლა ჩვენი მიზანია შემდეგი შეხვედრებისთვის კარგად მომზადება."
ნანახია: 1141 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |