ძვირფასო მილანელებო! გთავაზობთ "უდინეზე" vs "მილანის" სრულ მატჩს. მართალია ეს შეხვედრა კარგ მოგონებად არავის დაგვამახსოვრდება მაგრამ ამ მატჩს ჩვენთვის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება აქვს. ეს გახლავთ "მილანის" ლეგენდარული კაპიტნის პაოლო მალდინის 900-ე მატჩი სერია ა-ში. შეგახსენებთ, რომ პაოლოს დებიუტი სერია ა-ში სწორედ "უდინეზეს" წინააღმდეგ შედგა 1985 წლის 20 იანვარს "შავ-თეთრების" სტადიონ "Stadio Friuli"-ზე, რომელიც ფრედ დამთავრდა. სწორედ "უდინეზე" გახლდათ როსონერის მეტოქე ოცი წლის შემდეგ, 2005 წლის 16 იანვარს("სანსირო", "მილანი" 3:1 "უდინეზე"), როდესაც იტალიური ფეხბურთი ზეიმობდა "როსონერის" და ყოფილი იტალიის ეროვნული ნაკრების კაპიტნის 20-ე წელს ფეხბურთში, და როგორც მოგეხსენებათ სწორედ "უდინეზემ" უმასპინძლა "როსონერის" "Stadio Friuli"-ზე პაოლოს 900-ე შეხვედრაში, რომელსაც ახლა გთავაზობთ!!!