მილანის ახალგაზრდა ბრაზილიელმა ჯადოქარმა, ალექსანდრე პატომ აღნიშნა, რომ მას დიდი ხანია გოლი არ გაუტანია და ამის შეწყვეტას უდინეზესთან აპირებს. პატოს ინტერვიუ: ჩვენ გველოდება ძალიან რთული მატჩი, რისი მოგებაც აუცილებელია. თუ კიდევ 3 ქულას დავაგროვებთ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშებთ. ვიცი, რომ დიდი ხანია გოლი არ გამიტანია, მაგრამ მე მომწონს მილანი და მოედანზე სრული მონდომებით გავდივარ და ვაკეთებ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს. ბოლო მატჩებში კარლომ მე სათადარიგო სკამზე დამსვა, მაგრამ მე ეს უნდა გამოვასწორო და ვითმაშო სასტარტო შემადგენლობაში. მე მომწონს კარლოს მუშაობა და მან ჩემ კარიერაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა”. გავიხსენოთ ისიც, რომ პატომ ბოლო გოლი 15 მარტს 29 - ე ტურში სიენასთან გაიტანა სადაც მილანმა 5:1 მოიგო.
ნანახია: 1096 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |