გერმანული "ვოლფსბურგის" 23 წლის ბოსნიელ ფორვარდ ედინ ძეკოს სხვა ევროპულ კლუბში გადასვლა სურს. ამის შესახებ თავად განაცხადა. "ადრე აქ დარჩენა მინდოდა, ახლა კი საქმე სხვანაირადაა." - განაცხადა ფეხბურთელმა. ამ სეზონში ძეკომ 22 გოლი გაიატანა და დიდი ყურადღება მიიპყრო. მისი გადაბირებით კი, "მილანი", ლონდონის "ჩელსი" და ლონდონის "არსენალი" არიან დაინტერესებული და სავარაუდოდ სხვა კლუბებიც შეუერთდებიან.
ნანახია: 1120 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |