"მილანის" საკუთრებაში მყოფ მიუნხენის "ბაიერნის" მცველმა, მასიმო ოდომ განაცხადა, რომ "სკუადრა აძურას" ფორმას აღარ მოირგებს. მან სანაკრებო კარიერა დაასრულა. "ჩემი კარიერა იტალიის ნაკრებში დასრულდა. მას შემდეგ რაც გუნდში ლიპი დაბრუნდა ჩემს მიმართ არავითარი ინტერესი არ გამოუჩენია. ჩემი ასაკის გათვალისწინებით ეს შესაძლოა გამართლებულიც კია, ჩემს პოზიციაზე ბევრი ახალგზარდა ფეხბურთელია და დროა ასპარეზი მათ დავუთმო" - განაცხადა ოდომ გამოცემა Mediagol-თან ინტერვიუში.შეგახსენებთ, მასიმო ოდო, რომელიც "ბაიერნში" იჯარით თამაშობს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავის კლუბს (მილანს) დაუბრუნდება.
ნანახია: 1176 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |