კარლო ანჩელოტის მომავალზე ბევრი იწერება და დარჩება თუ არა ის როსონერიში ჯერ კიდევ გაურკვეველია, მისი შეძენა ლონდონის "ჩელსს" სურს. კლუბის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი აცხადებს, რომ ამ თემაზე მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ იმსჯელებენ. გატუზოსა და მის თანაგუნდელებს მიაჩნიათ, რომ კარლიტომ უნდა გააგრძელოს მილანში მოღვაწეობა: "ის დარჩება და ვიმედოვნებ რომ არ ვცდები" - აცხადებს გატუზო Sky Sport Italia-სთან მიცემულ ინტერვიუში. "მას დიდი მხარდაჭერა აქვს ყველასგან ვინც მილანისათვის მუშაობს და ყველას სურს მან გააგრძელოს მუშაობა მილანში. ფეხბურთელები ფიქრობენ რომ უნდა დარჩეს." ცუდი სტარტის შემდეგ წლევანდელ სეზონში მილანმა მოახერხა თამაშის გამოსწორება და შანსი აქვს სეზონი მეორე ადგილზე დაასრულოს. ანჩელოტი გუნდს 2001 წლიდან წვრთნის და მათთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, სკუდეტო, იტალიის თასი და ა.შ.
ნანახია: 1067 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |