დღეს დიდი დღეა, რადაგნ დღეს ერთმანეთს "სან სიროზე" მილანი და იუვენტუსი ხვდებიან. გარდა ამისა დღევანდელ მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლეგენდარული პაოლო მალდინისათვის. იგი დღეს 896 მატჩს ჩაატარებს სერია ა-ში და ბოლოჯერ შეხვდება "იუვენტუსს", რადგანაც იგი ამ ზაფხულს ტოვებს დიდ ფეხბურთს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზავთ.. იგი "მილამში" 25-ე სეზონს ატარებს. პირადად მე მეამაყება, რომ ვგულშემატკივრობ ისეთ გუნდს, რომელშიც თამაშობს ნამდვილი ლეგენდა! მას ღირსეულად ვერავინ შეცვლის, იმიტომ რომ, მალდინი შეუცვლელია! წარმატებები ვუსურვოთ მილანს და მალდინის დღევანდელ მატჩში.
ნანახია: 1082 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |