მთავარი » 2009»მაისი»9 » ევროპარლამენტარს თასების თასის ფინალის შედეგი აეჭვებს
ევროპარლამენტარს თასების თასის ფინალის შედეგი აეჭვებს
16:14
იორკშირელი ევროპარლამენტარი რიჩარდ კორბეტი 1972-1973 წლების სეზონის თასების თასის ფინალის შედეგის გადახედვას მოითხოვს.(აღნიშნულ მატჩში „მილანმა“ ინგლისის „ლიდსი“ 1:0 დაამარცხა). ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მან უკვე შეაგროვა 15000 ხელმოწერა, რომლებიც პეტიციას აქვს დართული და ყველა საბუთს, განსახილველად, უეფას გადაუგზავნის. კორბეტის ეჭვი აქვს, რომ აღნიშნული მატჩი „ჩაწყობილი“ იყო და ახალი მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხვევაში, ის შედეგის გაუქმების საკითხს დასვამს. „მილანი“-„ლიდსის“ ფინალის შემდეგ, მატჩის მთავარი მსაჯი, ბერძენი კრისტოს მიხასი ქრთამის აღებაში იყო ეჭვმიტანილი და თავის დროზე საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოძიება ჩაატარა, ხოლო მოგვიანებით მიხასს მსაჯობა აუკრძალეს. ლიდსის ხელმძღვანელობამ გადათამაშება მაშინაც მოითხოვა, მაგრამ უარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ „მილანმა“ „ლიდსი“ ლუჩანო კიარუგის გოლის წყალობით დაამარცხა, არადა თავისუფალი დარტყმის შესრულების შემდეგ ბურთი კარში ისე გავიდა, რომ არავის შეხებია, რაც წესებით აკრძალულია.
ნანახია: 1180 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |