როგორც ესპანური გამოცემა "ასი" იუწყება, იმ შემთხვევაში თუ პერესი გახდება "რეალის" პრეზიდენტი, კაკა აუცილებლად "რეალში" გადაბარგდება. როგორც გამოცემა კაკას სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს, კაკამ უარი თქვა "მანჩესტერ სიტის" შემოთავაზებაზე და ის აუცილებლად "რეალში" ითამაშებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "სამეფო გუნდს" სათავეში ფლორენტინო პერესი ჩაუდგება.