იტალიის "მილანი", რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე გამოდის, 12 მაისს, ტირანაში ამხანაგურ მატჩს ალბანეთის ნაკრებთან გამართავს. როგორც ინტერნეტ-გამოცემა channel4-ი იუწყება, შეხვედრის გამართვის ინიციატორი საერთაშორისო ორგანიზაცია UNICEF-ია. საქველმოქმედო ხასიათის მატჩიდან შემოსული თანხა ალბანეთში განათლების სისტემის განვითარებას მოხმარდება. ტირანაში ვერ ითამაშებს კალაძე, რომელიც მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, ვარჯიშს მხოლოდ აგვისტოში განაახლებს. "მილანთან" თამაშის შემდეგ, მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ალბანელები 10 ივნისს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.
ნანახია: 1148 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |