კარლო ანჩელოტს მილანის "სამეფო კვერთხი" 2001 წლიდან უპყრია ხელთ და საკმაოდ წარმატებითაც.თუმცა მისი გუნდიდან წასვლის შესახებ ხმები მაინც არ წყდება. ბერლუსკონმა ყველაფერ ამასთან დაკავშირებით შემდეგი განაცხადა: "ანჩელოტი? ჩვენ უახლოეს მომავალში მეგობრულ გარემოში დავსხდებით და ყველაფერს ისე გადავწყვეტთ როგორც ეს მისთვის და მილანისთვის იკნება სასურველი და მისაღები. ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს. მილანის ახალგაზრდა თავდამსხმელი პატო ფიქრობს,რომ ანჩელოტი მომავალ სეზონში კვლავ მილანის მწვრთნელი იქნება." მე მჯერა რომ ანჩელოტი დარჩება,რადგან იგი აქ თავს ბედნიერად გრძნობს და ჩვენ კიდევ ბევრ სკუდეტოს მოვიგებთ ერთად". დღეისათვის მილანი ქვეყნის ჩემპიონატში მეორე ადგილზე იმყოფება და თანაქალაქელ ინტერს შვიდი ქულით ჩამორჩება. პატოს კვლავ აქვს ტიტულის მოპოვების იმედი და აცხადებს: " ჩვენ ეხლა საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ და ასე უნდა გავაგრძელოთ,ჩვენ არ გვსურს უბრალოდ მხოლოდ ლიგაზე მოხვედრა,ჩვენ გვინდა სეზონი როგორც ჩემპიონებმა ისე დავასრულოთ".
ნანახია: 1075 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |