ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის და ერთ შეხვედრაში დასვენების შემდეგ მარეკ იანკულოვსკი მზადაა "კატანიასთან" მატჩისათვის. იგი მილანელოზე "მილანის" ოფიციალური საიტის ჟურნალისტმა მოინახულა და შემდეგი ინტერვიუ ჩამოართვა:"მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს. დარჩენილ ხუთ შეხვედრაში საიმედოდ და კომპაქტურად უნდა ვითამაშოთ. რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა დავაგროვოთ სეზონი წყნარად რომ დავასრულოთ. "კატანიასთან" შეხვედრა მჭიდრო იქნება, მაგრამ სხვა შეხვედრებიც ძნელი გვაქვს. მაგრამ ჩვენ ვიცით თუ "კატანიასთან" კარგად ვითამაშებთ და სასურველ რეზულტატს მივიღებთ, ეს იქნება უდიდესი ნაბიჯი წინ გადადგმული მეორე ან მესამე ადგილისათვის, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საიმედოდ უნდა ვითამაშოთ და თვალი ვადევნოთ ჩვენს დაბლა მყოფ გუნდებს, რადგან ჩვენი მიზანია მესამე და თუ შესაძლებელი იქნება მეორე ადგილზე გასვლა. ასევე სეგვიძლია ვიოცნებოთ, მაგრამ "ინტერს" იღბალი აქვს თავიან ხელში. კატანია? კარგი გუნდია, რომელიც კარგად თამაშობს საკუთარ მოედანზე, არ არის ადვილი მათ მოედანზე თამაში, თბილ გარემოს ვიხილავთ. მაგრამ ჩვენ საკუთარი თამაში უნდა ვითამაშოთ. ჩემპიონატის ბოლო ფაზაში "მილანმა" აჩვენა, რომ კარგ ფორმაშია და ჩვენ ასე უნდა განვაგრძოთ."
ნანახია: 1124 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |