Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ორი იტალიელი მიუნხენის "ბაიერნის" 32 წლის მცველ მასიმო ოდოს 150 ათას ევროს სძალავდა. გამომძალველებმა ოდოს, რომელსაც მეუღლე - მოდელი კლაუდია კრიველი - და ორი შვილი ჰყავს, სამი გოგონა მიუჩინეს და მათთან ერთად მისთვის "სახამუშო" ფოტოები გადააღებინეს, ხოლო შემდეგ დაემუქრნენ, რომ, თუ ფულს არ გადაიხდიდა, ამ ფოტოებს გაზეთებში გამოაქვეყნებდნენ. ოდომ ამის შესახებ პოლიციას აცნობა და ბოროტმოქმედები ფულის გადაცემის დროს დააკავეს. ეს ამბავი მილანში მოხდა. გამოძიება ვარაუდობს, რომ ამ ფაქტის მიღმა სახელიანი ხალხისგან ფულის გამოძალვაზე დასპეციალებული ფართო დანაშაულებრივი წრე უნდა იმალებოდეს.
ნანახია: 1061 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |