შაბათი, 27.04.2024, 10:13
მილანი
 
საიტის მენიუ

    подъемник гидравлический
    მინი-ჩათი

    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    ronaldo
    მთავარი » 2009 » მაისი » 30
    ჯილარდინო:"ფიორენტინას" ფანები მალდინის ოვაციებით შეხვდებიან"ფიორენტინას" ფორვარდმა,ალბერტო ჯილარდინომ განაცხადა,რომ ამ გუნდის ფანები მოუწყობენ ღირსეულ გაცილებას მილანის ლეგენდას, პაოლო მალდინის სერია "ა"–ს დასკვნით,38–ე ტურის შეხვედრაში "ფიორენტინასა" და "მილანს" შორის.
    "მე უკვე გავუგზავნე მოკლეტექსტური შეტყობინება მალდინის და ვუთხარი,რომ ის იმსახურებს აპლოდისმენტებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ტიფოზები ასეც მოიქცევიან"–განაცხადა იტალიელმა La Gazzetta dello Sport-თან საუბარში

    ნანახია: 1049 | დაამატა: milan | თარიღი: 30.05.2009 | კომენტარი (0)

    გალიანი:მადლობა გუარდიოლას მალდინის მხარდაჭერისათვის"მილანის" ვიცე–პრეზიდენტმა,ადრიანო გალიანიმ მადლობა გადაუხადა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს,ხოსეპ გუარდიოლას მალდინის მისამართით ნათქვამი თბილი სიტყვებისათვის.
    შეგახსენებთ,რომ კატალონიური კლუბის თავკაცმა,ხოსეპ გუარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის მოგება მიუძღვნა "შავ–წითლების" კაპიტან,პაოლო მალდინის,რომელსაც ტიფოზებმა თავიანთი შეძახილებით და ბანერებით გაუფუჭეს გამოსამშვიდობებელი საღამო.
    "გუარდიოლა ძალიან კარგად აღზრდილი და განათლებული პიროვნებაა და მინდა მადლობა გადავუხადო ამ თბილი სიტყვებისთვის. რაც შეეხება იმ ფანატებს(საუბარია მათზე,ვინც ბანერები გამოფინეს),მე არ მსურს მათზე საუბარი"–გა ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1086 | დაამატა: milan | თარიღი: 30.05.2009 | კომენტარი (0)

    ანონსიგთავაზობთ, მილანისა და იუვეს მატჩების ანონსებს:
    ფიორენტინა-მილანი
    ფიორენტინა-ტრ.:სანტანა, მუტუ, ბონაცოლი; დის.:ფელიპე მელო, დაინელი.
    მილანი-ტრ.:ბორიელო, ბექჰემი, კალაძე, აბიატი, ბონერა; დის.:ამბროზინი.

    იუვენტუსი-ლაციო
    იუვენტუსი-ტრ.:სისოკო, კნეჟევიჩი, ეკდალი, მოლინარო, გრიგერა.
    ლაციო-ტრ.:ინძაგი, მანფრედინი, ზარატე, როკი; დის.:პანდევი.
    შეგახსენებთ, რომ "მილანი" ფრის შემთხვევაშიც გადის ჩემპიონთა ლიგაზე.

    ნანახია: 1089 | დაამატა: milan | თარიღი: 30.05.2009 | კომენტარი (0)

    ჯილარდინო წარმატებაში დარწმუნებულიაReuters იუწყება, რომ ყოფილი მილანური და ახლანდელი ფლორენციული გუნდის ფორვარდი, ალბერტო ჯილარდინო დარწმუნებულია, რომ მისი კლუბი სერია ა-ს ბოლო ტურში "მილანს" 2 ბურთით დაამარცხებს და ჩემპიონთა ლიგაზე გავა.
    "დარწმუნებული ვარ, საჭირო შედეგს მივაღწევთ. ამის უდიდესი სურვილი გვაქვს და მივაღწევთ კიდეც. საკუთარი ტრიბუნის დახმარება გამოგვადგება. - განაცხადა ჯილარდინომ, რომელიც "ფიორეში" 2008 წელს გადავიდა, "მილანიდან" და ამ სეზონში 33 ჩატარებულ მატჩში 19 გოლი გაიტანა.

    ნანახია: 1076 | დაამატა: milan | თარიღი: 30.05.2009 | კომენტარი (0)

    შესვლის ფორმა

    ძებნა

    კალენდარი
    «  მაისი 2009  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
        123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031


    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz