შაბათი, 27.04.2024, 14:43
მილანი
 
საიტის მენიუ

    подъемник гидравлический
    მინი-ჩათი

    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    ronaldo
    მთავარი » 2009 » მაისი » 18
    ორშაბათს ანჩელოტის ბედი წყდებაუდინეზესა და მილანს შორის გუშინ გამართული მატჩის დროს შეხვედრის იტალიელმა კომენტატორმა კრისტიანო რუიუმ განაცხადა: ,, უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ჩელსიმ კონტრაქტი შესთავაზა კარლო ანჩელოტის. აგრეთვე საუბრობენ, რომ კარლო დათანხმდა ამ კონტრაქტს, მაგრამ ამის ოფიციალური დადასტურება ჯერ არაა. ყველაფერი ორშაბათს გადაწყდება მილანის სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სილვიო ბერლუსკონი, ადრიანო გალიანი და ალბათ კარლო ანჩელოტიც. გულშემატკივრები კი მთელი მატჩის განმავლობაში სკანდირებდნენ - ანჩელოტი ჩვენი მწვრთნელი! "

    ნანახია: 1050 | დაამატა: milan | თარიღი: 18.05.2009 | კომენტარი (0)

    ჩვენ თამაშს მოვუკელითუდინეზესთან მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ "Rai"-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: ,, ჩვენ ხელიდან გავუშვით ინტერთან არსებული სხვაობის შემცირების შანსი. თუნდაც უდინეზესთან მოგების შემთხვევაშიც ჩემპიონობის შანსები ძალზედ მცირე იქნებოდა. იუვესთან სხვაობა ოთხი ქულაა და ჩვენ ბოლო ორი მატჩის მოგებას შევეცდებით. უდინეზემ საკმაოდ კარგად ითამაშა და გამარჯვებების სერიაშიც შევიდა, ჩვენ კი პირიქით - შთამბეჭდავი გამარჯვებების შემდეგ თამაშს მოვუკელით. ახლა ჩვენი მიზანია შემდეგი შეხვედრებისთვის კარგად მომზადება."

    ნანახია: 1100 | დაამატა: milan | თარიღი: 18.05.2009 | კომენტარი (0)

    უდინეზე 2:1 მილანი. მიმოხილვაგთავაზობთ გუშინდელი მატჩის სრულ მიმოხილვას სადაც მილანმა 2:1 წააგო უდინეზესთან, ამ ვიდეოში არის ის ორი მომენტი სადაც მილანის საწინააღდეგოდ უსამართლო პენალი დაიდო და რა პენალიც ჩვენ სასარგებლოდ არ დადეს. გადაწერეთ კარგად დააკვირდით და გამოთქვით თქვენი აზრი კომენტარებში ამ მომენტების შესახებ.

    ნანახია: 1102 | დაამატა: milan | თარიღი: 18.05.2009 | კომენტარი (0)

    არ მინდა ვიყო იქ, სადაც არ ვჭირდები იტალიური "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას გუნდში დარჩენა სურს, არ დარჩება იქ სადაც არ სჭირდებათ იგი. "მე მილანში დარჩენა მინდა. უკვე ბევჯერ განვაცხადე, რომ არ ვაპირებ ჩელსიში გადასვლას, სადაც ჩემი ხილვა უკვე დიდი ხანია სურთ. მინდა იქ დავრჩე, სადაც საჭირო ვარ, მაგრამ არ მინდა ვიყო იქ, სადაც არ ვჭირდები. როგორ, ამბობენ ხელმძღვანელობის წინაღმდეგ წასვლა არ შეიძლება, ამიტომაც ბერლუსკონისთან შეხვედრა მინდა და ყველაფრის გარკვევის სურვილი მაქვს. ახლა მხოლოდ "მილანის" მომდევნო მატჩზე ვარ კონცენტრირებული. არ ვიცი მომავალ სეზონს სად დავიწყებ, "მილანში" თუ რომელიმე ახალ კლუბში. - განაცხადა კარლო ანჩ ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1044 | დაამატა: milan | თარიღი: 18.05.2009 | კომენტარი (0)

    უდინეზე 2-1 მილანი (სრული მატჩი) ძვირფასო მილანელებო! გთავაზობთ "უდინეზე" vs "მილანის" სრულ მატჩს. მართალია ეს შეხვედრა კარგ მოგონებად არავის დაგვამახსოვრდება მაგრამ ამ მატჩს ჩვენთვის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება აქვს. ეს გახლავთ "მილანის" ლეგენდარული კაპიტნის პაოლო მალდინის 900-ე მატჩი სერია ა-ში. შეგახსენებთ, რომ პაოლოს დებიუტი სერია ა-ში სწორედ "უდინეზეს" წინააღმდეგ შედგა 1985 წლის 20 იანვარს "შავ-თეთრების" სტადიონ "Stadio Friuli"-ზე, რომელიც ფრედ დამთავრდა. სწორედ "უდინეზე" გახლდათ როსონერის მეტოქე ოცი წლის შემდეგ, 2005 წლის 16 იანვარს("სანსირო", "მილანი" 3:1 "უდინეზე"), როდესაც იტალიური ფეხბურთი ზეიმობდა "როსონერის" და ყოფილი იტალიის ეროვნული ნაკრების კაპიტნის 20-ე წელს ფ ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1137 | დაამატა: milan | თარიღი: 18.05.2009 | კომენტარი (0)

    პერესმა კაკა შეიძინაო!
    შეგახსენებთ, რომ როდესაც ფლორენტინო პერესმა ოფიციალურად წარადგინა თავისი კანდიდატურა "რეალის" საპრეზიდენტო არჩევნებში, მან განაცხადა, რომ "გუნდში მიიყვანდა მსოფლიოში საუეკთესო ფეხბურთელებს". ფლორენტინომ კი მიუხედავათ იმისა, რომ ჯერ არ გამხდარა "რეალის" პრეზიდენტი, მაინც დაიწყო მისი "გალაქტიკოს" დაბრუნება და პირველი შენაძენიც გააკეთა, მან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ბრაზილიელი პლეიმეიქერი კაკა შეიძინა.
    ნანახია: 1163 | დაამატა: milan | თარიღი: 18.05.2009 | კომენტარი (0)

    შესვლის ფორმა

    ძებნა

    კალენდარი
    «  მაისი 2009  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
        123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031


    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz