შაბათი, 27.04.2024, 12:59
მილანი
 
საიტის მენიუ

    подъемник гидравлический
    მინი-ჩათი

    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    ronaldo
    მთავარი » 2009 » მაისი » 09
    მალდინიმ ნაკრებში გამოსათხოვარ მატჩზე უარი თქვამილანის ლეგენდამ პაოლო მალდინიმ, რომელიც ამ სეზონის შემდეგ ფეხბურთიდან მიდის, იტალიის ნაკრებში გამოსათხოვარ მატჩზე უარი თქვა.
    6 ივნისს იტალია-ჩრდილოეთ ირლანდიას თამაშში უნდა მიეღო მონაწილეობა. მას 2002 წლიდან ნაკრებში აღარ უთამაშია.
    „ეროვნულ ნაკრებში გამოსათხოვარ მატჩს აღარ ჩავატარებ, თუმცა, მადლობელი ვარ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის, რომელმაც ეს შემომთავაზა. ფეხბურთიდან წასვლა ოფიციალურ შეხვედრაში მირჩევნია“-განაცხადა მალდინიმ, რომელიც ნაკრებში 1988-2002 წლებში გამოდიოდა და 126 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

    ნანახია: 1071 | დაამატა: milan | თარიღი: 09.05.2009 | კომენტარი (0)

    ევროპარლამენტარს თასების თასის ფინალის შედეგი აეჭვებსიორკშირელი ევროპარლამენტარი რიჩარდ კორბეტი 1972-1973 წლების სეზონის თასების თასის ფინალის შედეგის გადახედვას მოითხოვს.(აღნიშნულ მატჩში „მილანმა“ ინგლისის „ლიდსი“ 1:0 დაამარცხა). ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მან უკვე შეაგროვა 15000 ხელმოწერა, რომლებიც პეტიციას აქვს დართული და ყველა საბუთს, განსახილველად, უეფას გადაუგზავნის.
    კორბეტის ეჭვი აქვს, რომ აღნიშნული მატჩი „ჩაწყობილი“ იყო და ახალი მტკიცებულებების აღმოჩენის შემთხვევაში, ის შედეგის გაუქმების საკითხს დასვამს. „მილანი“-„ლიდსის“ ფინალის შემდეგ, მატჩის მთავარი მსაჯი, ბერძენი კრისტოს მიხასი ქრთამის აღებაში იყო ეჭვმიტანილი და თავის დროზე საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოძიება ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1141 | დაამატა: milan | თარიღი: 09.05.2009 | კომენტარი (0)

    რანიერი შეიძლება დაითხოვონ, თუ . . . შემდეგი თამაში მილანის წინააღმდეგ, იქნება გადამწყვეტი კლაუდიო რანიერის კარიერაში. Il Corriere Dello Sport მიიჩნევს, რომ ქულების დაკარგვა მილანის წინააღმდეგ გამოიწვევს კლაუდიო რანიერის გათავისუფლებას ტურინული კლუბიდან. თუმცა გუნდის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ რანიერი იუვეს შემდეგ სეზონშიც გაწვრთნის. გუნდის ხელმძღვანელობა 1 კვირაში გეგმავს შეხვედრას, სადაც გადაწყდება კლაუდიოს ბედი. იტალიის ბუკმეიკერები იღებენ ფსონებს, თუ ვინ იქნება შემდეგი მწვრთნელი. ამ სიაში ფავორიტია ჩირო ფერარა.

    ნანახია: 1030 | დაამატა: milan | თარიღი: 09.05.2009 | კომენტარი (0)

    ორივე კლუბმა დაიმსახურა ლიგის ფინალში თამაშიმილანის ნახევარმცველი რიკარდო კაკა თვლის, რომ ფინალში ორი დამსახურებული და ძლიერი გუნდი გავიდა. ასევე კაკამ კომენტარი გააკეთა ბარსა ჩელსის ბოლო წუთზე გატანილ გოლზეც.
    "აი ამიტომ მიყვარს ფეხბურთი, არასდროს არ იცი რა მოხდება და როცა გგონია რომ ყველაფერი დამთავრთდა აღმოჩნდება, რომ პირიქით, ყველაფერი ახლა დაიწყო."
    "ჩვენ გველოდება შესანიშნავი ფინალი, სადაც ითამაშებენ, ორი კლუბი, რომლებმაც ყველაზე მეტად დაიმსახურეს ფინალში თამაში. მანჩესტერი და ბარსელონა დღესდღეობით ყველაზე სანახაობრივ და ლამაზ ფეხბურთს აჩვენებენ. ისინი ძალიან ძლიერები არიან, ბარსა შესანიშნავად თამაშობს, მანჩესტერი კი სტაბილურად. ორივე გუნდშ ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1038 | დაამატა: milan | თარიღი: 09.05.2009 | კომენტარი (0)

    ინტერმა დაიმსახურა ჩემპიონობამილანის მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ Gazzetta dello Sport-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ინტერმა დაიმსახურა ჩემპიონობა, მილანმა ბევრი ქულა დაკარგა სეზონის დასაწყისში, მაგრამ ბერლუსკონი ამაზე არ ბრაზდება, პირიქით ეს მილანისთვის გაკვეთილი იქნება მომდევნო სეზონისთვის.
    "ინტერმა დაიმსახურა ჩემპიონობა, იმიტომ, რომ ის დღესდღეობით სერია ა-ში ყველაზე სტაბილური გუნდია."
    "ამ წელს ისინი ყველაზე ძლიერები არიან იტალიაში, ისინი იგებდნენ თითქმის ყოველ მატჩში. სეზონის დასაწყისში ჩვენ ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ, მაგრამ არაუშავს მომავლისთვის ეს გვეცოდინება." განაცხადა ბერლუსკონიმ.

    ნანახია: 993 | დაამატა: milan | თარიღი: 09.05.2009 | კომენტარი (0)

    7 მილიონი და თქვენი იყოსინგლისურ პრესაში უკვე ხმები განჩდა იმის შესახებ, რომ ჩელსი მზად არის 7 მილიონ ფუნტად დატოვოს შევჩეკო მილანში. ამ წელს კონტრაქტის თანახმად შევა უნდა დაბრუნდეს ლონდონში, მაგრამ მას ძალიან დიდი სურვილი აქვს მოღვაწეობა ისევ მილანში გააგრძელოს და კარიერაც აქ დაასრულოს. შევა აბრამოვიჩმა 2006 წელს იყიდა მაურინიოსთან შეუთანხმებლად, ახლა კი ის აღიარებს რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. შევამ ჩელსში 22 გოლი გაიტანა 75 შეხვედრაში, ხოლო წელს კი მილანის შემადგენლობაში უფრო საშინელი შედეგი აჩვენა და 26 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

    ნანახია: 1005 | დაამატა: milan | თარიღი: 09.05.2009 | კომენტარი (0)

    "სან სირო" დიდი მატჩისთვის ემზადება კვირას, 10 მაისს "სან სირო" შეღებილი იქნება შავ-წითელ და შავ თეთრ-ფერებში, რადგან გაიმართება ორი იტალიური გრანდის დაპირისპირება, "როსონერი" "ბიანკონერის" მასპინძლობს. ამ მატჩმა შესაძლოა მეორე ადგილოსნის ბედი გადაწყვიტოს მიმდინარე ჩემპიონატში, თუმცა "მილანს" შეუძლია მეორე ადგილის დაკავება იმ შემთხვევაშიც კი თუ დათმობს ამ მეტად პრინციპულ მატჩს. ასე, რომ ახლა სრულიად იტალია და არამარტო იტალია დიდი მატჩის მოლოდინშია. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

    ნანახია: 1034 | დაამატა: milan | თარიღი: 09.05.2009 | კომენტარი (0)

    შესვლის ფორმა

    ძებნა

    კალენდარი
    «  მაისი 2009  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
        123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031


    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz