შაბათი, 27.04.2024, 11:23
მილანი
 
საიტის მენიუ

    подъемник гидравлический
    მინი-ჩათი

    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    ronaldo
    მთავარი » 2009 » მაისი » 15
    ანჩელოტი მშვიდად არისLega Calcio-ს ოფისის დატოვების წინ ადრიანო გალიანიმ "როსონერის" თავკაცის სრული სიმშვიდე დაადასტურა. "მე გავიგე საკმაოდ ბევრი დედაქალაქური ლეგენდები ბოლო საათების მანძილზე, კარლო ანჩელოტი არის მშვიდად და მუშაობს კარგად, არანაირი პრობლემა არ არსებობს. მე ვიმეორებ, რომ არანაირი შეხვედრა არ იქნება მასსა და ბერლუსკონის შორის, რომელიც ამ მომენტისთვის განსაკუთრებით ასრულებს თავის პრემიერ მინისტრის როლს. ცნობილი მიზეზების გამო, ის უკვე აღარ არის "მილანის" პრეზიდენტი, ასე რომ მას იმის დროც კი არ აქვს, რომ დაკავდეს ამ განსაზღვრული შეკითხვებით." - განაცხადა "მილანის" ვიცე პრეზიდენტმა.

    ნანახია: 1057 | დაამატა: milan | თარიღი: 15.05.2009 | კომენტარი (0)

    პატოს სურს შეწყვიტოს უგოლო სერია შაბათის დაპირისპირებაში მილანის ფორვარდი ალეშანდრო პატო აცხადებს, რომ მას განზრახული აქვს შეწყვიტოს თავისი უგოლო სერია 36-ტურში უდინეზესთან დაპირისპირებაში. "რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა ავიღოთ სამი ქულა და გავინაღდოთ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება. მართალია დიდი ხანია უკვე მე ვერ ვაჩვენებ ჩემს საუკეთესო თამაშს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სიამოვნებას ვიღებ თამაშიდან და ბოლომდე ვიხარჯები გუნდისათვის. მე ვგეგმავ ჩემი საუკეთესო თამაში ვაჩვენო უდინეზესთან დაპირისპირებაში" - აღნიშნავს ბრაზილიელი.

    ნანახია: 1038 | დაამატა: milan | თარიღი: 15.05.2009 | კომენტარი (0)

    სენდეროსი ასტონ ვილაში? მილანის მცველი ფილიპ სენდეროსი, რომელიც არსენალის საკუთრებაა შეიძლება ინგლისში დაბრუნდეს. ფაქტია რომ შვეიცარიელი ფეხბურთელი მილანს ვერ აეწყო და ძირითადში ადგილი ვერ მოიკიდა. "Daily Mail"-ის ცნობით ფეხბურთელით სერიოზულად დაინტერესებულია ასტონ ვილა. ინგლისური კლუბი თავისი კაპიტანის მარტინ ლაურენსის შემცვლელს ეძებს და სენდეროსის სახით მშვენიერი ვარიანტი აქვს.

    ნანახია: 1051 | დაამატა: milan | თარიღი: 15.05.2009 | კომენტარი (0)

    განცხადებები მეკუთვნის მე, მაგარამ . . . გთავაზობთ სილვიო ბერლუსკონის განცხადებას, სადაც მან უარყო ადრიანო გალიანის განცხადებაში მის მიერ გაკეთებული კომენტარი, სადაც იგი ვითომ აცხადებდა, რომ სკუდეტოს ვერ მოპოვებაში პასუხისმგებელი იყო კარლო ანჩელოტი. "მე ჩამოვვარდი ღრუბლებიდან," განაცხადა ბერლუსკონიმ "Montecitorio"-ში ყოფნისას(იტალიელ დეპუტატთა პალატა). ჟურნალისტების შეკითხვაზე "ჩელსი"-ანჩელოტის შეთანხმების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე, რასაც ინგლისური პრესა აქვეყნებდა, სილვიომ შემდეგი განაცხადა: "მე არ ვარ ამასთან ურთიერთკავშირში. მე გავიგე, რომ გამოქვეყნდა განცხადებები, რომელიც მეკუთვნოდა მე, მაგრამ მე არაფერი ვიცი მათ შესახებ."- განაცხადა სილვიომ.

    ნანახია: 1058 | დაამატა: milan | თარიღი: 15.05.2009 | კომენტარი (0)

    რონალდინიო შეიძლება ნაპოლიში აღმოჩნდესროგორც უკვე ”FNK" იუწყებდა, რომ რონალდინიო დატოვებდა მილანს ზაფხულში და ეს შეიძლება მოხდეს. უკვე ინტერესი გაუჩნდა ბრაზილიურ ფლამენგოს და ინგლისურ მანჩესტერ სიტის, რონალდინიოს ყიდვისა, ასევე "SMI" გაავრცელა, რომ რონალდინიო ნაპოლიში გადავა. ნაპოლის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი არის სილვიო ბერლუსკონის მეგობარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადვილად შეიძლება დალაპარაკება რონალდინიოს არენდიტ გადასვლაზე.

    ნანახია: 1101 | დაამატა: milan | თარიღი: 15.05.2009 | კომენტარი (0)

    რიზოლი განსჯის როგორც, მოგეხსენებათ ხვალ, 16 მაისს, ქალაქ უდინეში გაიმართება მატჩი, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი "უდინეზე" და "მილანი" დაუპირისპირდებიან. ამ მატჩს იტალიელი ნიკოლა რიზოლი განსჯის და იმედია სამართლიანადაც. აღნიშნული მატჩი კი, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

    ნანახია: 1097 | დაამატა: milan | თარიღი: 15.05.2009 | კომენტარი (0)

    გამოძახებულნიკარლოს ანჩელოტიმ გამოიძახა 21 ფეხბურთელი ხვალინდელი მატჩისთვის, სადაც მილანის უდინეზეს დაუპირისპირდება.
    განაცხადი: დიდა, კალაჩი, პერუჩინი, ძამბროტა, მალდინი, სენდეროსი, იანკულოვსკი, დარმიანი, მატიონი, ანტონინი, ფლამინი, პირლო, ამბროზინი, გატუზო, კარდაჩო, ზეედორფი, კაკა, პატო, ინძაგი, რონალდინიო, შევჩენკო.

    ნანახია: 1069 | დაამატა: milan | თარიღი: 15.05.2009 | კომენტარი (0)

    უდინეზე - მილანი გთავაზობთ "უდინეზესა" და "მილანის" ტრავმირებულ და დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელთა სიას.
    უდინეზე: ტრავმირებულნი: ფელიპე, დი ნატალე, ფერონანტი. დისკვალიფიცირებულნი: ----
    მილანი: ტრავმირებულნი: ბორიელო, ნესტა, კალაძე, აბიატი. დისკვალიფიცირებულნი: ბექჰემი, ფავალი.
    მატჩი ხვალ, 16 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

    ნანახია: 1146 | დაამატა: milan | თარიღი: 15.05.2009 | კომენტარი (0)

    შესვლის ფორმა

    ძებნა

    კალენდარი
    «  მაისი 2009  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
        123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031


    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz