შაბათი, 27.04.2024, 10:37
მილანი
 
საიტის მენიუ

    подъемник гидравлический
    მინი-ჩათი

    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    ronaldo
    მთავარი » 2009 » მაისი » 20
    გალიანი მეორე ადგილს ბოლო ტურამდე ითხოვს შაბათს უდინეზესთან 1:2 მარცხით მილანმა სანატრელი მეორე ადგილის შანსი გაანიავა. ახლა, ანჩელოტის გუნდს, რომასთან მატჩი ელის და კლუბის ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი იმედოვნებს, რომ მეორე ადგილის ბედიბოლო ტურამდე გადაწყდება. " უდინეზესთან შეხვედრაში მეორე ადგილი და ჩემპიონთა ლიგაზე პირდაპირი გზით მოხვედრა უნდა გაგვენაღდებინა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ახლა რომასთან მატჩი გველის და იმედი მაქვს, ეს საკითხი ამ შეხვედრაში გადაწყდება. არ უნდა გავირთულოთ მდგომარეობა და ამოცანა უკანასკნელი ტურისთვის არ უნდა გადავდოთ, როცა ფლორენციაში ფიორენტინასთან ს ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1061 | დაამატა: milan | თარიღი: 20.05.2009 | კომენტარი (0)

    დისკვალიფიცირებულები მილანს კვირა საღამოს სან სიროზე რომას წინააღმდეგ თამაშისას არ ეყოლება დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები, მაგრამ ჯანლუკა ძამბროტა დისკვალიფიკაციის ზღვარზეა, მას უკვე აქვს ყვითელი და ყვითელის მიღების შემთხვევაში ვერ ითამაშებს ფიორენტინას წინააღმდეგ. რაც შეეხება რომას, ვერ ითამაშებს წამყვანი ნახევარმცველი დანიელე დე როსი. ხოლო დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან ტოტი, აკვილანი, მექსესი, კასეტი, ვუჩინიჩი და ტადეი.

    ნანახია: 1074 | დაამატა: milan | თარიღი: 20.05.2009 | კომენტარი (0)

    მილანი მარცხენა მცველს ეძებსფაქტია რომ მილანი სერიოზულად დაინტერესებულია ფრანგული ბაზრით, ადრე გავრცელებული ინფორმაციით როსონერი ”პსჟ”-ს 18 წლის მცველით საკოთი დაინტერესდა. Milannews.it-ის ინფორმაციით გალიანიმ ყურადღება მარსელის ნიგერიელ მცველზე ტაივოზე შეაჩერა.მარსელი თავის მცველს 20 მილიონ ევროდ აფასებს, იმის ფონზე რომ იტალიური კლუბი მისთვის მხოლოდ 14 მილიონს ”იმეტებს”.
    ეს არ არის პირველი კანდიდატურა მარცხენა მცველის პოზიციაზე. მილანი აქტიურად ეძებს ფავალისა და იანკულოვსკის შემცვლელს.ერთი მათგანი ამთავრებს კარიერას,მეორე კი შეიძლება გადაყვანილი იყოს ნახევარდაცვაში.აქტუალურია ასევე ფრანგი მცველის კლიშის ტრანსფერიც არსენალიდან(დაახლოებით 14 მილიონი) ასევე მაქსველის ინტერიდან გადმოყვანა ( 3 მილიონი ევროს ოდენობის).

    ნანახია: 1044 | დაამატა: milan | თარიღი: 20.05.2009 | კომენტარი (0)

    ბექსი კარლოს აქებსსილვიო ბერლუსკონის მიერ, ცოტა ხნის წინ გაკრიტიკების შემდეგ, ბექჰემმა კარლო შეაქო.
    "ანჩელოტი კოლექტივის ხელმძღვანელობის შეუდარებელ უნარს ფლობს, ის ჩინებული მწვრთნელია. ჩვენთვის დიდი პატივია მისი ხელმძღვანელობით თამაში. არა ერთ დიდ მწვრთნელთან მიმუშავია, ხოლო ანჩელოტი უეჭველად მათ რიცხვს მიეკუთვნება. მასთან ერთად მრავალი წელი მუშაობას ვისურვებდი. ეს მხოლოდ ჩემი აზრი როდია. ამას ყველა მოთამაშე ამბობს." - განაცხადა დევიდმა Daıly maıl-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

    ნანახია: 1037 | დაამატა: milan | თარიღი: 20.05.2009 | კომენტარი (0)

    მილანი - რომა როგორც მოგეხსენებათ, კვირას, 24 მაისს, "სან სიროზე" გაიმართება მატჩი "მილანსა" და "რომას" შორის. მიუხედავად იმისა, რომ ვერც, მილანი და ვერც რომა ჩემპიონები ვეღარ გახდებიან, ეს მატჩი მაინც პრინციპულია და დიდ ინტერესს იწვევს, მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. ეხლა კი გთავაზობთ, ამ გუნდების მიერ ჩატარებულ წინა 5-5 მატჩის შედეგებს (სერია ა-ში):
    მილანი:
    მილანი-ტორინო 5-1
    მილანი-პალერმო 3-0
    კატანია-მილანი 0-2
    მილანი-იუვენტუსი 1-1
    უდინეზე-მილანი ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1122 | დაამატა: milan | თარიღი: 20.05.2009 | კომენტარი (0)

    ჩვენ ყველას ძალიან გვინდა, რომ ანჩელოტი დარჩესმილანის იტალიელმა მცველმა მალდინიმ, კომენტარი გააკეთა მილანში შექმნილ სიტუაციაზე, ჩატარებულ სეზონზე და ანჩელოტის შესაძლო წასვლაზე.
    "ჩვენ ვასრულებთ სეზონს წარმატებით, ბოლო 11 მატჩში ჩვენ 8 მოგება, ორი ფრე და ერთი წაგება გვაქვს. წელს 10 დაგროვებული ქულით მეტი გვაქვს ვიდრე წინა სეზონში. თან გუნდი აშკარად პროგრესირებს რაც იმედს გვაძლევს. ინტერმა დაიმსახურა ჩემპიონობა, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გაუწევდით კონკურენტობას, რომ არა ნესტას, კალაძეს, გატუზოს, აბიატის და ბორიელოს ტრამვები."
    "ჩვენ ორი-სამი შენაძენი, რომ გავაკეთოთ, აუცილებლად შევძლებთ დიდი ტიტულებისთვის ბრძოლას. რაც შეეხება ანჩელოტის წასვლას, ჩვენ ყველას გვინდა, რომ ის დარჩეს. ჩვენ მასთან ერთად გადავიტანეთ ძალიან ბევ ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1070 | დაამატა: milan | თარიღი: 20.05.2009 | კომენტარი (0)

    ნესტა დაბრუნდამილანის მცველი ნესტა, სავარჯიშოდ მთავარ გუნდს შეუერთდა. 33 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც მთელი სეზონი სხვადასხვა ტრამვების და ოპერაციის გამო გამოტოვა გუშინ მთავარ გუნდთან სრულყოფილი ვარჯიში ჩაატარა. იტყობინება მილანის ოფიციალური საიტი.
    ნანახია: 1086 | დაამატა: milan | თარიღი: 20.05.2009 | კომენტარი (0)

    შესვლის ფორმა

    ძებნა

    კალენდარი
    «  მაისი 2009  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
        123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031


    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz