შაბათი, 27.04.2024, 15:06
მილანი
 
საიტის მენიუ

    подъемник гидравлический
    მინი-ჩათი

    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    ronaldo
    მთავარი » 2009 » მაისი » 29
    მილანს ახალი მწვრთნელი ჰყავსGazzetta dello Sport - ზე დაყრდნობით გაცნობებთ,რომ მილანს ახალი მწვრთნელი ჰყავს,რომლის წარდგენაც ორშაბათს მოხდება.ეს მას შემდეგ რაც შედგება მატჩი მილანსა და ფიორენტინას შორის.ამ გამოცემის თქმით,როსონერის ახალი მწვრთნელი ლეონარდო გახდება,ხოლო კარლო ანჩელოტი კი ჩელსიში აპირებს გადასვლას.თუკი მართლაც ლეონარდო გახდება მილანის მწვრთნელი,იმედოვნებენ,რომ მაურო ტასოტი გახდება მისი ასისტენტი,ხოლო ახალგაზრდულს სექტორს ფილიპო გალი მიხედავს.

    ასევე მილანის ტექნიკურ გუნდს დაემატება კიდევ ერთი ხელმძღვანელი,სტატუსით - ტაქტიკოსი,რომელიც შეისწავლის მომავალი მეტოქის ტაქტიკას და სხვადასხვა ინფორმაციებს მიაწვდის ლეონარდოს.

    ასევე ცვლილებები იგეგმება სამედიცინო სექტორშიც,სავარაუდოდ იქიდან წავა პროფესორი მეერსემანი.
    < ... კითხვის გაგრძელება »
    ნანახია: 1152 | დაამატა: milan | თარიღი: 29.05.2009 | კომენტარი (0)

    ბექჰემმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო "მილანის" ნახევარმცველმა, დევიდ ბექჰემმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, კუნთი დაეჭიმა და სავარაუდოდ გუნდს ვერ დაეხმარება ჩემპიონატის ბოლო ტურში. ტრამვა მოიშუშა მასიმო აბროზინიმ, მაგრამ მას დისკვალიფიკაცია აქვს და მისი თამაში გამორიცხულია.
    შეგახსენებთ, რომ მილანს ფრეც ხელს აძლევს მომდევნო მატჩში, რათა ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მოხვდეს. მომდევნო მატჩს "მილანი" გასვლაზე ფლორენციაში, "ფიორენტინასთან" გამართავს.

    ნანახია: 1091 | დაამატა: milan | თარიღი: 29.05.2009 | კომენტარი (0)

    დისციპლინარული სიტუაცია კვირას გაიმართება 38-ე ტურის ბოლო შეხვედრა ამ სეზონის და შესაძლოა კარლო ანჩელოტისთვისას "მილანის" თავკაცის პოსტზე, ეს ორშაბათს გადაწყდება და დაველოდოთ რა მოხდება.
    რაც შეეხება თავად შეხვედრას, როსონერის ამბროზინი ჰყავს დისკვალიფიცირებული(წითელი ბარათი წინა შეხვედრაში, დაუმსახურებლად!!!) და ორი ფეხბურთელი კი დისკვალიფიკაციის ზღვარზე, კალაძე და ძამბროტა. ფლორენციელებს კი დისკვალიფიცირებული ჰყავთ ფელიპე მელო და დაინელი და ხუთი ფეხბურთელი ზღვარზე. ესენი არიან: კლოურდუპი, ჯოვეტიჩი, მუტუ, ბონაცოლი და კუზმანოვიჩი. ასევე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მუტუ ვერ დაეხმარება თავის გუნდს "მილანის" წინააღმდეგ.


    ნანახია: 1058 | დაამატა: milan | თარიღი: 29.05.2009 | კომენტარი (0)

    კაკა - პერესის პირველი შენაძენი
    როგორც გამოცემა «El Larguero» იუწყება "სამეფო გუნდის" მომავალმა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა პირველი შენაძენი გააკეთა და ეს ბრაზილიელი კაკაა. ამ წყაროს ცნობით კაკა "რეალის" წვერი ხუთშაბათს გახდება.
    ნანახია: 1524 | დაამატა: milan | თარიღი: 29.05.2009 | კომენტარი (1)

    შესვლის ფორმა

    ძებნა

    კალენდარი
    «  მაისი 2009  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
        123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031


    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz