შაბათი, 27.04.2024, 16:03
მილანი
 
საიტის მენიუ

    подъемник гидравлический
    მინი-ჩათი

    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0

    ronaldo
    მთავარი » 2009 » მაისი » 27
    "მე გაბრაზებული ვარ!" "მილანის" ბოლო ორი, წარუმატებელი მატჩის შესახებ ჯანლუკა ძამბროტამ ასეთი კომენტარი გააკეთა: "მე გაბრაზებული ვარ, ისეთი თამაში როგორიც ჩვენ ვანახეთ ყოველთვის არის მტკივნეული. მწვრთნელმა შეგვახსენა, რომ ჩვენ კიდევ შეგვიძლია ლიგაზე მოხვედრა პირდაპირ, წინ კიდევ მთელი ერთი კვირაა, რომ მოვემზადოთ ფიორენტინასთან სათამაშოდ. გუნდს ელის 7 დღე მძიმე მუშაობა." შეგახსენებთ, მომდევნო მატჩი "მილანს" მომავალ კვირას ელის, გასვლაზე "ფიორენტინასთან".

    ნანახია: 1140 | დაამატა: milan | თარიღი: 27.05.2009 | კომენტარი (0)

     დემეტრიო ალბერტინი: ჩვენ ვამაყობთ რომ ფინალი გვანდეს "მილანის" ყოფილმა მოთამაშემ დემეტრიო ალბერტინი თვლის რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის იტალიში გამართვა საამაყოა ქვეყნისთვის. "ეს არის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი საკლუბო ფეხბურთში,ფინალში მოხვედრაზე ყველა გულშემატკივარი ოცნებობს,ამიტომ ჩვენ ვამაყობთ რომ გვანდეს ფინალი ჩვენ ქვეყანას და ქალაქ რომს. ვფიქრომ რომი არის ყველაზე ლამაზი ქალაქი მსოფლიოში,ჩვენ კარგი მუზეუმები გავაქვს და მარტო ფეხბურთით არ შემოიფარგლება პროგრამა,სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ ქალაქი, აგრეთვე ახლოს გაეცნონ ყველაფერს."
    შეგახსენებთ, რომ დემეტრიო ალბერტინი არის იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი.

    ნანახია: 1101 | დაამატა: milan | თარიღი: 27.05.2009 | კომენტარი (0)

    პატო ცოლს ირთავს
    მილანის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ალეშანდრე პატომ მსახიობ სტეფანე ბრიტოს მშობლებს ქალიშვილის ხელი სთხოვა. საკუთარ ვებ-გვერდზე ფეხბურთელმა სიხარულით დაწერა, რომ მისი სტეფანისთან ქორწილი მიმდინარე წლის ბოლოს შედგება.
    პატო და ბრიტო 2 წელია ერთმანეთს ხვდებიან. 2009 წლის დასაწყისში მათ იჩხუბეს და ერთმანეთს გაშორდნენ კიდეც, მაგრამ მიხვდნენ, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლოთ და შერიგდნენ.
    ალეშანდრე სტეფანის მშობლებს იტალიაში ჩასვლას დაელოდა, შეხვდა მათ და აცნობა ის, რაც აღარავისთვის წარმოადგენდა საიდუმლოს, რომ მას მათ გოგონაზე სურდა დაქორწინება. რა თქმა ინდა, სტეფანის მშობლებს პატოს საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და 19 წლის შეყვარებულების დაქორწინებას წინ აღარაფერი უდგას.
    ნანახია: 1163 | დაამატა: milan | თარიღი: 27.05.2009 | კომენტარი (0)

    სილვიო კაკას გასაყიდად მზად არის?
    თუ იტალიურ გამოცემა "Il Corriere dello Sport"-ს ვენდობით, იტალიის პრემიერ-მინისტრი და ამავე დროს საფეხბურთო კლუბ "მილანის" მფლობელი სილვიო ბერლუსკონი ითვალისწინებს რა, "მილანის" კრიზისს და მზად არის კაკას შეელიოს.
    ნანახია: 1067 | დაამატა: milan | თარიღი: 27.05.2009 | კომენტარი (0)

    შესვლის ფორმა

    ძებნა

    კალენდარი
    «  მაისი 2009  »
    ორსამოთხხუთპარშაბკვ
        123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031


    საიტის მეგობრები

    Copyright MyCorp © 2024Free site builder - uCoz