როგორც იცით მილანის ფეხბურთელმა ემერსონმა კლუბს მისი სიტუაციის გარკვევა სთხოვა, მისი თქმით ის კარგ ფორმაშია მაგრამ კლუბი მას მაინც არ ათამაშებს, ამიტომ მობეზრდა სათადარიგო სკამზე ყოფნა და მომავლის გარკვევა სურს. "მე თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მაგრამ მაინც არ მათამაშებენ და არც არავის აუხსნია რატომ." "მე წინა წელს უნდა წავსულიყავი. წინა წელს მე ფიზიკურად პრობლემა მქონდა მაგრამ არა ამ წელს." განაცხადა პუმამ. აქვე დავამატებ, რომ რამოდენიმე ხნის წინ იტალიურ პრესაში იყო ხმები, რომ პუმას და ანჩელოტის დაპირისპირება მოუვიდათ, რაც ადვილად ხსნის მის ართამაშის მიზეზს. მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე დიდი მიზეზი თვითონაა, როცა მოდიოდა კლუბში სადაც ყველა მეორე ვარსკვლავია უნდა ცოდნოდა, რომ დიდი კონკურენცია ელოდა.
მეტიუ ფლამინიმ BBC Sport-ს "მილანელოზე" ინტერვიუ მისცა და შემდეგი განაცხადა:"ბავშვობიდან "მილანს" ვგულშემატკივრობდი და ხალხმა საჭიროა მიხვდეს, რომ ამ კლუბში თამაში განსაკუთრებულია ჩემთვის. მამაჩემი იტალიელია და ბევრი ნათესავი მყავს აქ(ოჯახის მეგობარიო სიტყვა-სიტყვით თუ ვთარგმნით). მნიშვნელოვანი ტრანსფერი იყო "მილანში" გადმოსვლა, როგორც პიროვნებისატვის და როგორც ფეხბურტელისათვის. ჩემი მიზნები ნათელია, ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა "მილანთან" ერთად. აქ იმიტომ მოვედი, რომ როსონერი ხშირად ახერხებს ამ ტიტულის მოგებას და მინდა ეს კიდევ განმეორდეს. სკუდეტოს დაუფლებაც მინდა და ასევე მნიშვნელოვან ფეხბურთელად მინდა გადაქცევა კლუბისათვის. მე უფრო ძლიერად ვივარჯიშებ და ყველაფერს გავაკეტებ, შემიძლია ამ მიზნების მ
... კითხვის გაგრძელება »
„მილანს“ უნდა გაახალგაზრდაოს გუნდი და ამიტომ თვალი დაადგა ბრაზილიელ „უდინეზეს“ მცველ ფელიპეს - აცხადებს onlysoccer. ამიტომ „როსონერი“ ეცდება კიდევ უფრო გაახალგაზრდაოს შემადგენლობა ახლებით. ფელიპეს ღირებულებაა 8 მილიონი ევრო.
"მილანის" ახალწვეულმა, ტიაგო სილვამ განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით ითამაშებს მის ყოფილ თანაგუნდელ ჟოაო მირანდასთან(იხ. სურათი) ერთად, თუ იგი როსონერიში გადმოვა:"მირანდა ახლო მეგობარია ჩემი, ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ"-განაცხადა Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში. "მოხარული ვიქნები თუ იგი გადმოვა, მე მას ველაპარაკები ხოლმე და ვუთხარი ყველაფერი კარგად არის "მილანში". ბოლო ორი წლის მანძილზე ჩვენ ვიყავით ორი საუკეთესო მცველი ბრაზილიის ჩემპიონატში. პირველად მირანდა აირჩიეს და შემდეგ მე საუკეთესო ფეხბურთელად. ჩვენ საუკეთესოდ ვუგებდით ერთმანეთს." ტიაგო სილვამ ასევე განაცხადა, რომ მას მე-3 ნომერი მაისური უყვარს და იმის გამო რომ ეს
... კითხვის გაგრძელება »
მილანის განაპირა მცველმა, ჯანლუკა ძამბროტამ განაცხადა, რომ თუ კარლო ანჩელოტი წასვლას გადაწყვეტს მისი საუკეთესო შემცვლელი ფრენკ რაიკაარდი იქნება. "მწვრთნელი აცხადებს, რომ 2010 წლამდე აქვს კონტრაქტი და მას შემდეგ იგი წავა კლუბიდან. ფრენკი საუკეთესო შემცვლელი იქნება, რადგან იგი გამოცდილია და საუკეთესო გუნდის მწვრთნელი გახლდათ. მე ვფიქრობ ჰოლანდიელიც მზად იქნება ამისთვის. არ ვიცი ეს როდის მოხდება, მაგრამ ანჩელოტის კონტრაქტი 2010 წლამდე აქვს."
გატუზოს გამოჯამთელება არის ერთ-ერთი სპორტის საოცრება. მან რეაბილიტაციის კურსი გაიარა და ფაქტიურად მზადაა დაუბრუნდეს მოედანს. შეგახსენებთ მან ტრავმა წინა წელს კატანიასთან მიიღო და გამოეთიშა ფეხბურთს.იმის დამადასტურებელი,რომ გატუზო მთლიანად გამოჯამთელდა ისაა,რომ მან უმაღლეს დონეზე ჩაატარა ვარჯიში და დამადებით სურვილიც გამოთქვა კიდე ევარჯიშა,რაც გააკეთა.
"მე იუვენტუსთან თამაში მსურს"-განაცხადა გატუზომ. ძალიან ლაკონურად,მაგრამ იმედის მომცემად.
როგორც ერთ-ერთი ცნობილი იტალიური ჟურნალ-გაზეთი იტყობინება მილანმა შეიძლება კალიარის დარმიანი შესთავაზოს სანაცვლოდ კი ახალგაზრდა ასტორი მიიღოს,როგორც ვიცით ორივენი მილანში აღზრდილები არიან და ორივენი პერსპექტიულნი არიან და ჯერ მთელი კარიერა წინ აქვთ.
ამერიკული ლიგა მილანიდან 10მლნ. ევროს მიიღებს დევიდის არენდის დაგვიანებისთვის იტყობინება ერთ-ერთი ამერიკული არხი.
ინგლისელი ამერიკაში 8მარტს უნდა დაბრუნებულიყო,მაგრამ დევიდი ძალიან შეეწყო მილანს და მილანმა იგი დაიტოვა სეზონის ბოლომდე.
"ჩვენ 10მლნ.-ზე მოვილაპარაკეთ და ჩვენ ამ ფულს მივიღებთ,რადაც არ უნდა დაგვიჯდეს,არ ვიცი შეიძლება ბექჰემმა გადასცეს ეს ფული მილანს და იტალიელებმა ფული გადმოგცვენ ჩვენ,მაგრამ ეს არ გვანერვიულებს ეს უკვე მათი პრობლემებია"-განაცხადა დონ გარბერმა.