გთავაზობთ ანდრეი შევჩენკოს მატჩისშემდგომ ინტერვიუს:"სასიამოვნო გრძნობაა ყოველტვის გოლის გატანა, უფრო მეტად კი კაპიტნის სამკლაურის ტარება(ზეედორფმა გასვლის შემდეგ შევას გადასცა კაპიტნის სამკლაური). მიუხედავად ამ ორი გატანილი გოლის, არ მგონია ამით მწვრთნელს დავუმტკიცე ყველაფერი. არ მივიჩნევ ამ სეზონს წარუმატებლად, რადგან საშუალება მომეცა კვლავ ვითამაშო ფეხბურთი. რაც არ უნდა მოხდეს, სეზონის ბოლოს კლუბი გადაწყვეტს ყველაფერს, მე კვლავ გავიმეორებ, რომ პირადად მე "მილანში" დარჩენა მინდა. ყოველთვის სასიამოვნოა მღელვარება გამოიწვიო მაყურებელში, არა მარტო იტალიაში, არამედ მთელს მსოფლიოში. ეს ის რაღაც არის, რაც შენ კარგ განწყობაზე გაყენებს."
გთავაზობთ კლარენს ზეედორფის მატჩისშემდგომ განცხადებას:"სიამოვნების საღამო იყო. ეს შეხვედრა გარდა იმისა რომ კარგი ვარჯიში იყო, იმის საშუალება მოგვცა კარგ ხასიათზე დავმდგარიყავით. გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა ჩემთვის, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია გუნდთან მუშაობა. ასევე კარგია ხუთი გოლის გატანა სპექტაკლისთვის. დღევანდელ საღამოს ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორი, მგონი, მოედნის საფარი გახლდათ, მყარი და სლიპინა იყო."