„ბორდოს“ მტერი გამოუჩნდა, როგორ ფიქრობთ რა შუაშია აქ „მილანი“? საქმე ეხება „მილანის“ ფეხბურთელ გურკუფს, რომელიც საფრანგეთში „ბორდოშია“ განათხოვრებული. „ბორდო“ იბრძვის, რომ გურკუფი იქ დარჩეს და მასთან ერთად ბრძოლაში ესპანური „სევილია“ ჩაერთო, რომელსაც უნდა, რომ იოანი “სევილიაში“ გადავიდეს. გურკუფმა ახლახან განაცხადა, რომ ჯერჯერობით საფრანგეთშია და „სევილიას“ შანსები მცირეა.
საკმაოდ საინტერესო მატჩი გამოდგა ვერონაში. ადგილობრივმა კლუბმა კარგად კი ითამაშა, თუმცა მილანს ვერაფერი ვერ უქნა. წინა ტურში საოცრად ითამაშა იუვეს წინააღმდეგ და 3-3 ითამაშა, თუმცა ახლა დიდას ბრწყინვალე თამაშით და ზეედორფი შესანიშნავი დარტყმულით მილანმა სამი ქულა აიღო. ზეედორფმა ბრწყინავლე გოლი კი გაიტანა, თუმცა სხვა ეპიზოდებში ძალზედ ცუდად თამაშობდა. ცუდი შეხვედრა ჩაატარა იანკულოვსკიმაც, მან ყვითელი მიიღო და იგი მომდევნო მატჩისათვის დისკვალიფიცირებულია. ასევე აღსანიშავია, რომ პირველი ტაიმის ბოლოსაკენ მოედნიდან გააძევეს ანჩელოტი და მისი ადგილი დაიკავა ტასოტიმ. მაურო ტასოტიმ დაკისრებული მისია ბრწყინვალედ შეასრულა. საბოლოოდ კი მორიგი მოგება და მორიგი სამი ქულა.
"მილანის“ ბრაზილიელი ლიდერი 26 წლის კაკა ისწრაფვის, რომ აღიდგინოს ძველებური ფორმა და დაეხმაროს "მილანს“. რიკიმ განაცხადა: "მე კარგად ვმუშაობ და ძალიან მინდა აღვიდგინო ფორმა, ხოლო "მილანს" ვუსურვებ ჩემს დახმარებას და ამოცანის ამოხსნას (ლიგაზე გასვლა). ხანდახან გუნდებს მოსდით ასე (წარუმატებლად თამაში), მაგრამ სასიამოვნოა, როცა გელოდებიან და ჩვენ ამ ლოდინს გავამართლებთ.
გთავაზობთ "მილანის" ჰოლანდიელი ნახევარმცველის კლარენს ზეედორფის გოლს, რომელიც დღევანდელ მატჩში გაიტანა და რომლის წყალობითაც "როსონერიმ" შეძლო "კიევოს" დამარცხება. გოლი მატჩის მეორე ტაიმის დაწყებიდან 7 წუთში გავიდა. არქივშია ასევე დღევანდელი მატჩის რამოდენიმე ფოტო-სურათი.