ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები - უეინ რუნი და დევიდ ბექჰემი გაეხვივნენ არასასიამოვნო ინციდენტში, რომელიც უკრაინასთან გასამართი თამაშის წინ მოხდა ერთერთ ლონდონურ ბარში.
ფეხბურთელები აღნიშნავდნენ რუნის, ინგლისის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებად გახდომას, რომელიც მას წინა სეზონში ერგო. ყველაფერი მშვიდობიანად და წყნარად იყო, სანამ მათ შეურაცხყოფა, ერთერთმა ბარში მყოფმა არ მიაყენა, სადაც მან თავის სიტყვებში ბექჰემის ცოლი მოიხსენია არც თუ ისე კარგად, ბექჰემმა ვერ მოითმინა და თავში ბოთლი ჩაარტყა. რუნი არ აპირებდა წყნარად ყოფნას, ამიტომ ჩხუბი მასიურ ჩხუბში გადაიზარდა ბარშივე, რის შედეგადაც რუნი და ბექჰემი პოლიციის განყოფილებაში აღმოჩნდნენ.
ფაბიო კაპელოს განცხადებით კი ეს სიტუაცია იყო "მთელი გუნდისთვის არასასიამოვნო და არა მარტო მათთვის"
უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და იტალიის "მილანის" ფორვარდ ანდრეი შევჩენკოსთვის მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში სტუმრად გამართული მატჩი ინგლისთან (ინგლისი 2-1 უკრაინა. უკრაინის მხრიდან გატანილი ერთადერთი გოლიც მის სახელზეა) სარეკორდო (86-ე) აღმოჩნდა, რაც უკრაინული ფეხბურთისათვის სარეკორდო მაჩვენებელია. ანდრეიმ ერთი მატჩით გააუმჯობესა ალექსანდრ შოვკოვსკის მაჩვენებელი. ანდრეი შევჩენკო უკრაინის ეროვნულ ნაკრებში 1995 წლიდან თამაშობს.
დღესდღეობით ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა პაოლო მალდინიმ აღიარა,რომ მას ძალიან გაუჭირდება ფეხბურთის დატოვება. «მე ყოველთვის ვიცოდი,რომ ის უბედური დღე დადგებოდა და მე ფეხბურთიდან წავიდოდი, იმ დროს ამაზე ფიქრიც კი არ მინდოდა. ფეხბურთთან ერთად მაქ გამოვლილი ყველაფერი. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, მასთან ერთად ვიცინოდი, ვტიროდი, მიხაროდა და ა.შ. მე ძალიან გამიჭირდება ფეხბურთის დატოვება« განაცხადა მალდინიმ.
გთავაზობთ იტალიის სერია ა-ს 30-ე ტურის ანონსს; 30-ე ტურის ათივე მატჩი კვირას გაიმართება ლიდერებს ფაქტიურად აუთსაიდერებთან უწევთ მატჩების გამართვა. ყველაზე გვიანი მატჩი კი 23:30 წუთზე დაიწყება, "მილანი" ჯუზეპე მეაცას სახელობის "სან სიროს" სტადიონზე ლეჩეს უმასპინძლებს, რომელიც სატურნირო ცხრილის 19-ე ადგილზეა და სერია ა-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. 5 აპრილი, კვირა: ატალანტა-ფიორენტინა რომა-ბოლონია კალიარი-კატანია იუვენტუსი-კიევო პალერმო-ტორინო რეჯინა-ჯენოა სამპდორია-ნაპოლი სიენა-ლაციო უდინეზე-ინტერი მილანი-ლეჩე
იტალიის ქალაქ ბარიში იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში უშუალო კონკურენტს ირლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა. თამაში ფრედ დასრულდა 1:1. საგულისხმოა, რომ მატჩის მე-4 წუთზე მოედნიდან გააძევეს მასპინძელთა ფეხბურთელი პაცინი. ეს ფაქტი "სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელის მარჩელო ლიპის მხრიდან მატჩის არბიტრის ვოლფგან შტარკეს კრიტიკის მიზეზი გახდა. "იტალიელები ყოველთვის ჩივიან საშინაო ჩემპიონატში არსებული უმსგავსო მსაჯობის გამო, მაგრამ მათ უნდა შეხედონ როგორ მუშაობენ მსაჯები საზღვარგარეთ. ჩვენ მთელი 90 წუთი რიცხობრივ უმცირესობაში თამაში მოგვიწია არბიტრის შეცდომის გამო, რომელმაც პაცინი გააძევა. არაა სამართლიანი ათი კაცით დატოვო მთელი თამ
... კითხვის გაგრძელება »
გთავაზობთ "მილანის" ყველა იმ ფეხბურთელის სანაკრებო სტატისტიკას, რომელნიც გამოძახებულნი იყვნენ "მსოფლიოს ჩემპიონატი"-ს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის. მონაცემები მილანის ოფიციალური საიტიდან არის არებული და აღარ გადავთარგმნე, რადგან გაუგებარიც არაფერია. საერთო ჯამში წარმატებული გამოვიდა როსონერის მოტამაშეთა სანაკრებო ტურნე. GIANLUCA ZAMBROTTA: 90 MINUTES MONTENEGRO-ITALY 0-2; 90 MINUTES ITALY-IRELAND 1-1 ANDREA PIRLO: 81 MINUTES; 1 GOAL MONTENEGRO-ITALY 0-2; 45 MINUTES ITALY-IRELAND 1-1
DAVID BECKHAM: 45 MINUTES ENGLAND-SLOVAKIA 4-0; 35 MINUTES ENGLAND-UKRAINE 2-1
კალიარის მეკარემ მარკეტიმ განაცხადა,რომ მისი მილანში გადმოსვლა შეუძლებელია და ეს ინფორმაცია მცდარია.
ბუფონის სიმპატია ჯერ-ჯერობით არ ჩქარობს მილანში გადასვლას და იგი მხოლოდ კალიარიზე ფიქრობს.
"მე მილანში? ეს სრული სიცრუეა. მე კალიარიში ვრჩები!"-განუცადა მარკეტიმ პრესას."პრესა ძალიან ბევრ სიცრუეს წერს და ეს ერთ-ერთი მათგანია. მე მთელი გულით მიყვარს კალიარი და მხოლოდ კალიარიზე ვფიქრობ."