როგორც იცით მილანის ფეხბურთელმა ემერსონმა კლუბს მისი სიტუაციის გარკვევა სთხოვა, მისი თქმით ის კარგ ფორმაშია მაგრამ კლუბი მას მაინც არ ათამაშებს, ამიტომ მობეზრდა სათადარიგო სკამზე ყოფნა და მომავლის გარკვევა სურს. "მე თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მაგრამ მაინც არ მათამაშებენ და არც არავის აუხსნია რატომ." "მე წინა წელს უნდა წავსულიყავი. წინა წელს მე ფიზიკურად პრობლემა მქონდა მაგრამ არა ამ წელს." განაცხადა პუმამ. აქვე დავამატებ, რომ რამოდენიმე ხნის წინ იტალიურ პრესაში იყო ხმები, რომ პუმას და ანჩელოტის დაპირისპირება მოუვიდათ, რაც ადვილად ხსნის მის ართამაშის მიზეზს. მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე დიდი მიზეზი თვითონაა, როცა მოდიოდა კლუბში სადაც ყველა მეორე ვარსკვლავია უნდა ცოდნოდა, რომ დიდი კონკურენცია ელოდა.
ნანახია: 1144 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |