"მილანის" ახალწვეულმა, ტიაგო სილვამ განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით ითამაშებს მის ყოფილ თანაგუნდელ ჟოაო მირანდასთან(იხ. სურათი) ერთად, თუ იგი როსონერიში გადმოვა:"მირანდა ახლო მეგობარია ჩემი, ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ"-განაცხადა Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში. "მოხარული ვიქნები თუ იგი გადმოვა, მე მას ველაპარაკები ხოლმე და ვუთხარი ყველაფერი კარგად არის "მილანში". ბოლო ორი წლის მანძილზე ჩვენ ვიყავით ორი საუკეთესო მცველი ბრაზილიის ჩემპიონატში. პირველად მირანდა აირჩიეს და შემდეგ მე საუკეთესო ფეხბურთელად. ჩვენ საუკეთესოდ ვუგებდით ერთმანეთს." ტიაგო სილვამ ასევე განაცხადა, რომ მას მე-3 ნომერი მაისური უყვარს და იმის გამო რომ ეს ნომერი მალდინის სახელის მარადსაყოფად მისი შვილების გარდა აღარავის ეცმევა, მან 33 ნომერი აირჩია. "ასევე თავისუფალია მე-5 ნომერი მაისური(ემერსონმა გაანთავისუფლა), მაგრამ მე არ მიყვარს ეგ ნომერი."
ნანახია: 1097 |
დაამატა: milan
| რეიტინგი: 0.0/0 |